Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

November 4, 2026
რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობისთვის ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპენქციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის სექტემბერში, მსჯავრდებული დაუკავშირდა ორსულ მეუღლეს და დააორგანიზა N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა.

დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით ქალს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მისთვის უცნობი 3 მამაკაცი შეხვდა. მათ ნარკოტიკული საშუალებები “მეთადონი” და “ალფა-პვპ” გადასცეს, რომლის შეტანასაც ცდილობდა მსჯავრდებულ მეუღლესთან ხანგრძლივ პაემანზე შესვლისას, რაც პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა აღკვეთეს.

უწყების ცნობით, სამ კაცს, რომელთაც ორსულ ქალს ნარკოტიკი მისცეს, ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება “პენიტენციურ დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალებების შეტანის ორგანიზატორ პატიმარს”, მას ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადაცემის მცდელობის ორგანიზებისთვის წარედგინა.

პროკურატურა არაფერს ამბობს ორსული ქალის ბრალდებაზე, თუმცა წერს,  გამოძიება გრძელდება “დანაშაულში ჩართული ყველა პირის მხილების და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით”. ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს
  • “ფორმულას” დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო მოწყობილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge