Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა” – ვატო სურგულაძე

September 8, 2026
“ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა” – ვატო სურგულაძე

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა – განსაკუთრებითი მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა, რომლებსაც “ქართული ოცნება” დასცინის. მთავრობის წევრების ხელფასები ათასობით ლარით იზრდება, პენსიას კი მხოლოდ 20 ლარი ემატება – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრმა, ვატო სურგულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად რეფერენტული ფასების დაწესებისა და მაგალითად, თურქული მედიკამენტების შემოტანისა, რეალურად მოსახლეობისთვის მედიკამენტების შესყიდვის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეფორმა შედეგს არ იძლევა.

„მედიკამენტების, სამედიცინო ინვენტარისა და მომსახურებების ღირებულება კიდევ უფრო გაძვირდა. “ოცნების” ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა. უფრო კონკრეტულად კი ბოლო 1 წლის განმავლობაში, ანტიბიოტიკები 14%-ით გაძვირდა; სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 12%-ით; ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები 9%-ით; სტომატოლოგის მომსახურება 7%-ით; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 5%-ით და ა.შ. მიუხედავად რეფერენტული ფასების დაწესებისა და მაგალითად, თურქული მედიკამენტების შემოტანისა, რეალურად მოსახლეობისთვის მედიკამენტების შესყიდვის საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. ფაქტია, რომ “ოცნების” რეფორმა არ იძლევა შედეგებს და მოსახლეობა ვერანაირ შვებას ვერ გრძნობს. განსაკუთრებითი მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა, რომლებსაც “ქართული ოცნება” დასცინის. მთავრობის წევრების ხელფასები ათასობით ლარით იზრდება, პენსიას კი მხოლოდ 20 ლარი ემატება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, სახელმწიფო აქტიურად ჩაერთოს იმაში, რომ მოქალაქეები ეკონომიკური სიდუხჭირის პირობებში მარტო არ დარჩნენ.

„ძლიერი საქართველო – ლელო” მოითხოვს: სახელმწიფომ ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორებიც არიან პენსიონერები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, შემოიღოს თანადაფინანსების პროგრამა. ამ ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები ისე მიიღონ, რომ არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება სურსათსა და წამლებს შორის. არ უნდა არსებობდეს კითხვა მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით. იმთავითვე ცხადია, რომ ადამიანს უნდა მიეწოდებოდეს ხარისხიანი მედიკამენტი დაავადების სამკურნალოდ. “ქართული ოცნება” და კონკურენციის სააგენტო ხელს არ უშლიან ჩვენი მოქალაქეების ძარცვას და მეტიც, თავად მდიდრდებიან ჩვენი მოქალაქეების გაღატაკების ხარჯზე!” – განაცხადა ვატო სურგულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი მოსწავლეების შედეგები OECD-ის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება
  • ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, რისთვისაც სასჯელს იხდის” – ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge