Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს

September 8, 2026
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, ქვეყნის მასშტაბით, 374 სამართალდარღვევა გამოავლინეს.

უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 50 აკრძალული იარაღით, მეთოდით ან საშუალებით ნადირობის ფაქტია.

„32 შემთხვევაში მონადირეებს გადამფრენი ფრინველების გარემოდან ამოღებისთვის დაწესებული მოსაკრებელი არ ჰქონდათ გადახდილი, 13 შემთხვევაში სამართალდამრღვევები აკრძალულ ადგილას – ქალაქის ტერიტორიაზე ნადირობდნენ, 1 შემთხვევაში კი დაფიქსირდა ფრინველის აკრძალულ სახეობაზე ნადირობის ფაქტი.

ნადირობის სეზონის გახსნიდან 2 კვირაში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ამოიღეს ნადირობის 298 აკრძალული საშუალება – ფრინველების მოსაზიდი ხმოვანი მოწყობილობა ე.წ. „მანოკი“.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით კონტროლს კიდევ უფრო ამკაცრებს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებების აქტიური გამოყენება, დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან ნადირობის წესები და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 (ინდექსის გარეშე; ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს გაიხსნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმი შტორმის შემდეგ – ვრცელდება ვიდეო
  • “ოცნების” ხელისუფლების პირობებში მედიკამენტები 100-დან 300%-მდე გაძვირდა – განსაკუთრებითი მძიმეა საქართველოში პენსიონერების მდგომარეობა…” – რას აცხადებს ვატო სურგულაძე
  • ქართველი მოსწავლეების შედეგები OECD-ის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge