Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯარიმისა და საურავების სახით წელს ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა – 6 თვის ანგარიში

September 8, 2026
საყურადღებო ინფორმაცია – ამ დანაშაულისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის(იანვარ-ივნისის) ანგარიშის თანახმად სანქციების, ჯარიმისა და საურავების სახით მიმდინარე წლის ბიუჯეტში 127 807.1 ათასი ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (84 000.0 ათასი ლარი) 152.2%-ია.

დოკუმენტი პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

,,გვაქვს სამწუხარო რეალობა, რომ გახშირებულია სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც შესაბამისი ჯარიმები მოჰყვება. ბოლო 6 თვეში ჯარიმების მიმართულებით ცვლილებები არ ყოფილა, რაც გასულ წელს იყო დადგენილი, იგივეა დადგენილი, თუმცა დარღვევა მეტია. ეს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებების ნაწილში არ არის. ის რომ კომპანიები ვალდებულებებს ვერ ასრულებენ, საკმაოდ გააქტიურებულია მუნიციპალიტეტები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და თუ კომპანია ვალდებულებებს არ ასრულებს, გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმების გადახდა უწევს“, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 14 507 900.0 ათასი ლარით განისაზღვრა, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 15 086 701.2 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 104.0%.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი კი განისაზღვრა 13 057 400.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 13 303 018.4 ათასი ლარი ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.9%.

ასევე, საანგარიშო პერიოდში ზედმეტად გადახდილი გადასახადების (დღგ) დაბრუნების მაჩვენებელმა 1 377 800.5 ათასი ლარი შეადგინა.

195 000.0 ათასი ლარით განისაზღვრა გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 170 037.9 ათასი ლარი – საპროგნოზო მაჩვენებლის 87.2%.

სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1 255 500.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 1 613 644.9 ათასი ლარი – საპროგნოზო მაჩვენებლის 128.5%.

არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულია 248 168.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (185 000.0 ათასი ლარი) 134.1%-ია.

ფინანსური აქტივების კლებიდან – 163 226.4 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის (176 400.0 ათასი ლარი) 92.5%-ია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველი მოსწავლეების შედეგები OECD-ის საშუალო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება
  • ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის – „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება
  • “ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა, რისთვისაც სასჯელს იხდის” – ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge