ურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ გიორგიწმინდაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა – დაშავდა 1 ადამიანი – როგორც ადგილობრივი გამოცემა “მთავარი ამბები კახეთიდან” წერს, შემთხვევის დროს სახლში 2 მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა. მათივე ცნობით, ოჯახის წევრებმა სახლის დროულად დატოვება მოახერხეს, თუმცა, შემთხვევის შედეგად ოჯახის ერთ-ერთ წევრს ხელი მოსტყდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ხანძარმა საცხოვრებელ სახლში თითქმის ყველაფერი გაანადგურა, დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ნივთები.
