გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია – ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ მეწყერი დღეს, 7 სექტემბერს ჩამოწვა და კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.
