Sunday, September 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს.

September 6, 2026
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს.

აშშ-ში საქართველოს მოქალაქეს, 33 წლის ერეკლე გუგავას 1.3 მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემაში მონაწილეობასა და ფულის გათეთრებისთვის ბრალი წაუყენეს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა და მასაჩუსეტსის შტატის ფედერალურმა პროკურატურამ ბრალდების საქმის ოფიციალური დეტალები გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად, ერეკლე გუგავა შტატებში არალეგალურად ცხოვრობდა და ფულის გათეთრების მიზნით მასშტაბური თაღლითობის სქემაში მონაწილეობდა. გამომძიებლების თქმით, ის რუსეთსა და სხვა ქვეყნებში ბაზირებული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებისთვის მუშაობდა.

“ეს დაჯგუფება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ისტორიაში ჯანდაცვის სფეროს ყველაზე დიდ თაღლითურ სქემას მართავდა, რომლის ფარგლებშიც ამერიკულ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა Medicare-სა და სხვა სადაზღვევო კომპანიებს 1.3 მილიარდი დოლარი მოპარეს.” – ნათქვამია გამოძიების მასალებში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლის, კოლინ მაკდონალდის განცხადებით, “გუგავა, სავარაუდოდ, დაეხმარა ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური თაღლითობის განხორციელებას მოპარული შემოსავლების შიდა და საერთაშორისო ფინანსური არხებით გადაადგილებაში. ეს საბრალდებო დასკვნა ასახავს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ თაღლითური ქსელების ყველა მონაწილემ აგოს პასუხი თავის ქმედებებზე“. საბრალდებო დოკუმენტების მიხედვით, 2025 წლის თებერვლიდან ივლისამდე პერიოდში გუგავა ფლობდა სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას ND Medical Solutions LLC-ს, რომელიც პენსილვანიაში მდებარეობს.

მისი მფლობელობის სულ რაღაც 5-თვიან პერიოდში, ამ კომპანიამ ამერიკულ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამა Medicare-ს, კერძო სადაზღვევოებსა და დამსაქმებელთა ფონდებს სულ მცირე 1.3 მილიარდი დოლარის ყალბი მოთხოვნები გაუგზავნა სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდების სახელით. სადაზღვევო კომპანიებმა გუგავას ფირმას რეალურად დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარი ჩაურიცხეს.

თაღლითური სქემის ფარგლებში გუგავა უზრუნველყოფდა მოპარული ფულის მიღებასა და გადარიცხვას. მან კომპანიის სახელით გახსნა რამდენიმე საბანკო ანგარიში, სადაც ერთადერთი ხელმომწერი თავად იყო. სადაზღვევოებიდან ჩარიცხულ ჩეკებს ამ ანგარიშებზე ანაღდებდა, საბოლოოდ კი, ეს მილიონობით დოლარი სხვადასხვა უცხოურ საბანკო ანგარიშებზე გადაჰქონდა, რითაც საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფება ხეირობდა.” – ნათქვამია გამოძიების მასალებში.

ბრალდების თანახმად, გუგავამ დანაშაულებრივი საქმიანობა მაშინ განახორციელა, როდესაც აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდა. სქემის დასრულების შემდეგ, 2025 წლის ივლისში, ქვეყანა დატოვა და მიმალვაში იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ერეკლე გუგავას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ახლა მოვუწოდებ, გვარამიას და „ალიანსის“ განადგურების საქმე ბოლომდე მიიყვანონ… – რას ამბობს იაგო ხვიჩია
  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge