საქართველოს მთავრობამ პირველკლასელებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა – „ჩემი პირველი ნერგი“ დაამტკიცა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ყველა პირველკლასელს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ნერგი დარგოს და ჩაერთოს მის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვების პროცესში.
მთავრობის განკარგულების მიხედვით, პროექტის მთავარი მიზანი ტყისა და მწვანე სივრცეების აღდგენა/ზრდის მხარდაჭერა, ბიომრავალფეროვნების დაცვა და კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების შემცირების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდაა.
