Sunday, September 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში” – რას ამბობს ინფენქციონისტი

September 6, 2026
“ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში” – რას ამბობს ინფენქციონისტი

ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში – წელს ხშირია სალმონელებიც , – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი პერიოდულად გვიზიარებდეს მონაცემებს, რომელი ნაწლავური ინფექციები დომინირებს ამ სეზონზე და ამ მხრივ რომელი კურორტები უფრო მაღალი რისკის შემცველია.

„წელსაც, ისევე როგორც ზაფხულში ზოგადად, უამრავი ადამიანი ბრუნდება კურორტებიდან დიარეით (განსაკუთრებით ზღვისპირეთიდან). სტატისტიკურ მონაცემებს ვერ წარმოვადგენ და ერთი რიგითი ინფექციონისტის პაციენტები სტატისტიკური ანალიზისთვის ვერ გამოდგება, მაგრამ ჩემს დაკვირვებას გაგიზიარებთ, რომ ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში. თუმცა კარგი იქნებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი პერიოდულად გვიზიარებდეს მონაცემებს, რომელი ნაწლავური ინფექციები დომინირებს ამ სეზონზე და ამ მხრივ რომელი კურორტები უფრო მაღალი რისკის შემცველია.

იმ მონაცემებს, რომელი ინფექციებია ამ სეზონზე დიარეის გამომწვევი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკური მართვისთვის – ვირუსულ, ბაქტერიულ და პარაზიტულ დაავადებებს სხვადასხვანაირი მართვა ჭირდება და როდესაც ექიმმა ანალიზის პასუხების მიღებამდე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცის, ანუ რომელი ინფექციის ალბათობაა მაღალი, ეს მას ძალიან ეხმარება.

დიარეული დაავადებების დროს უნდა ჩატარდეს განავლის შესაბამისი გამოკვლევები. წელს ხშირია სალმონელები, თუმცა ნაწლავური ვირუსული ინფექციებიც გვხვდება.

თვითნებურად არ უნდა იქნას დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია (დიაგნოსტიკას ართულებს და ასევე ზოგჯერ დიარეულ დაავადებას ამძიმებს).

არ არის საჭირო გადასხმა, თუ პაციენტი სითხეს ადეკვატურად იღებს. გადასხმა სითხის ერთჯერადი შევსებაა და გადაუდებელ შემთხვევებში გამოიყენება, როცა სითხეს ვერ იღებს ან დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) სიმპტომებია. ეს ვერ შეცვლის სითხის მიღების საჭიროებას და პაციენტმა დღის განმავლობაში სითხის დალევა გადასხმის მერეც უნდა გააგრძელოს.

არ არის საჭირო უამრავი პრობიოტიკის, “კუჭის წამლის” და სხვადასხვა გაურკვეველი ჩვენების მედიკამენტის მიღება, რასაც ხშირად ერთდროულად ან ხან ერთს, ხან მეორეს, ქაოსურად იღებენ პაციენტები და ამდენი წამლით კიდევ უფრო ტვირთავენ ანთებად საჭმლის მომნელებელ სისტემას.

“აბა წამალი არაფერი არ უნდა”? – უმრავლეს შემთხვევაში არ უნდა და სიმპტომები მაინც გაივლის. არადა, რომელიმე წამალს ან გადასხმას უმადლიან ხოლმე და ჰგონიათ, რომ ამან “უშველა”.

მნიშვნელოვანი და საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარება აუცილებელია: სისხლიანი განავალი; ჭარბი ძილიანობა; ცნობიერების დაბინდვა/ცვლილება; შეუპოვარი ცხელება, რომელიც სტანდარტულ სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, მუცლის ძლიერი, შეტევითი ტკივილი.

მხოლოდ იმიტომ, რომ პაციენტს სიცხე აქვს, აღებინებს ან ფაღარათი აქვს, სასწრაფოს გამოძახება არ არის აუცილებელი და არც სტაციონარში გადაყვანა (განსაკუთრებით თუ პაციენტი ჯანმრთელი ახალგაზრდაა), რაც ძალიან ხშირი სცენარია.

გამონაკლისს წარმოადგენენ ჩვილი ბავშვები, მოხუცები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სადაც ჰოსპიტალიზაცია ხშირად შეიძლება მართლაც აუცილებელი გახდეს“, – წერს ბუწაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს მთავრობამ პირველკლასელებისთვის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა
  • “ამ ზაფხულს უფრო დიდ პრობლემად გადაიქცა ნაწლავური ინფექციები, ვიდრე გასულ წლებში” – რას ამბობს ინფენქციონისტი
  • “სასიკვდილო დარტყმით გათიშული გიგა ავალიანი, კლინიკაში გონზე მოვიდა 2-3 წუთით …” – ეკა კუპატაძე განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge