2026 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.6% შეადგინა – ამის შესახებ აღნიშნულის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ით განისაზღვრა.
მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მომსახურებებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა ქალის ფეხსაცმლის და ავტომობილის შეკეთების საფასური.
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენსიუსი“ საქსტატზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ მომსახურებების ათეულს, რომელიც გასულ თვეში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:
ქალის ფეხსაცმლის შეკეთება – 29%
ავტომობილის შეკეთება – 25.5%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 24%
მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება – 20%
სანტექნიკოსის მომსახურება – 16%
ქალის თმის დავარცხნა – 16%
მამაკაცის თმის შეჭრა – 15%
მღებავის მომსახურება – 15%
მობილური ტელეფონის შეკეთება – 14.2%
მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება – 14.1%
