12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მეგობრებო, დღეს შევხვდი ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილს – დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელს, რომელიც უძღვებოდა სამძებრო სამუშაოებს გურამ დადიანიძის გაუჩინარების დღიდან.
მის მიერ მოწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს დილით მივაწვდით გამომძიებელს.
მოვითხოვთ ახალი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ყველა ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად!
ყველას მოვუწოდებ თანამშრომლობისკენ!” – წერს კაკაბაძე.
