შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებლების ჩხრეკისას, ასევე, მითითებული ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი, მათ შორის 92 შეკვრა სარეალიზაციოდ დაფასოებული „მეთადონი“.
პოლიციამ ამოიღო ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალებიც.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
