ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
