საბა ხარებაშვილი 18 წლის გახდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველმა მცველმა უახლოეს პერიოდში თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო შეხვედრა უნდა ჩაატაროს.
საბა ხარებაშვილი (დაიბადა 2008 წლის 3 სექტემბერს) „დინამო თბილისის“ ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. ამ გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩი 2024 წლის 26 აპრილს „თელავის“ წინააღმდეგ ეროვნულ ლიგაში ჩაატარა.
2024 წლის 11 ივლისს ხარებაშვილმა უეფას საკლუბო ტურნირების ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა – ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც მოედანზე გამოჩნდა 15 წლის, 10 თვის და 8 დღის ასაკში.
2026 წლის 9 თებერვალს, „ისტამბულ ბაშაქშეჰირი“ „დინამო თბილისს“ ხარებაშვილის ტრანსფერზე შეუთანხმდა – ხელშეკრულება კი ახლა ამოქმედდა, როდესაც ფეხბუთელი 18 წლის გახდა.
19 წლამდელთა ნაკრებში თამაშის შემდეგ, ხარებაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ეროვნულ ნაკრებშიც ჩაატარა – ეს 2025 წლის ივნისში ფარერის კუნძულების წინააღმდეგ. ამ დროს საბა 16 წლის, 9 თვის და 2 დღის იყო და „ჯვაროსნების“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა.
