Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ…” – რას ამობს მიხეილ სარჯველაძე

September 4, 2026
მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტი იმისთვის, რომ პრეპარატ „ჯივინოსტატით“ იმკურნალოს

დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან მომზადდა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტი, დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა, ახლა ველოდებით კომპანიას და უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 7 სექტემბერს, დიუშენის სინდრომის ცნობიერების ამაღლების დღეს საქართველო შეხვდება წარმატებითა და სასიხარულო ამბებით.

„მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით გაგაცნობთ ინფორმაციას. პარალელურად მიმდინარეობდა დიუშენის სინდრომის მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მინდა, საზოგადოებას სასიხარულო ინფორმაცია მივაწოდო. დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენი მხრიდან მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტი და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა. ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ.

შეამჩნევდით, რომ ამ შემთხვევაში გახანგრძლივდა მოლაპარაკების პროცესი, რაც ძირითადად უკავშირდებოდა ჩვენს პრინციპულ პოზიციას, მკაფიოდ გამოკვეთილი და დაზღვეული იყოს მედიკამენტის ხარისხთან დაკავშირებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობები და მოვალეობები. მთელ ამ პროცესს თვალს ადევნებდნენ მშობლები. მინდა, მადლობა გადავუხადო მშობლებს ამ ჩართულობისთვის. მათმა ჩართულობამ ძალიან დადებითად იმოქმედა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროცესის წარმატებით წარმართვაში. ამრიგად, 7 სექტემბერს, დიუშენის თაობაზე ცნობიერების ამაღლების დღეს საქართველო შეხვდება ასეთი წარმატებით და სასიხარულო ამბებით.

ერთ-ერთი მშობელი იხსენებდა ერთ-ერთ მწარმოებელთან გამართულ შეხვედრას, სადაც კომპანიის წარმომადგენელმა გამოხატა სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს მიერ მედიკამენტის შეძენის შესაძლებლობის შესახებ. მიხარია, რომ საქართველომ ესეც შეძლო. საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა იმ რამდენიმე სახელმწიფოს შორის, ვინც მოახერხა და ასეთი პროგრესი აჩვენა დიუშენის სინდრომის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მედიკამენტზე იყო საუბარი.

ცნობისთვის, იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ 31 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება ​მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენაზე, რომელიც განკუთვნილია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, საქართველო მსოფლიოში არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული მედიკამენტი შეიძინა და შეიტანა დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას აკეთებს
  • ადამიანის ორგანიზმში გადანერგილმა ღორის თირკმელმა რეკორდულად ხანგრძლივად, 271 დღე იმუშავა – მორიგი მიღწევა მედიცინაში
  • სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი კიევს ეწვევიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge