Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი – ერთში ჯდება…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

September 4, 2026
“გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი – ერთში ჯდება…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ დონეზე დაეცა – როგორც პირველი წერილი იყო აბსურდული, შემდეგი წერილებიც მსგავსი აბსურდით გაგრძელდა – ამის შესახებ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილს, სადაც ის უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებაზე საუბრობს.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, „გულდასაწყვეტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი – ერთში ჯდება“.

„როგორც პირველი წერილი იყო აბსურდული, შემდეგი წერილებიც მსგავსი აბსურდით გაგრძელდა. როცა სპეკულაცია დაიწყეს ადამიანის სუიციდით, თვითმკვლელობით, ეს სხვა დონეზე დაცემა იყო და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. პროკურატურამ დაიბარა რამდენიმე ჯგუფი, რომელიც გამოესარჩლა ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, თითქოს ყველამ იცოდა ამ სუიციდის შესახებ, თითქოს სხვანაირად იყო მოვლენები განვითარებული. როდესაც მათ იგრძნეს, რომ ტყუილის გამო შეიძლება დაჰკისრებოდათ კონკრეტული პასუხისმგებლობა, აღმოჩნდა, რომ არავის არაფერი სცოდნია, მათ შორის, ღარიბაშვილის ადვოკატმაც დაადასტურა ის, რომ ღარიბაშვილსაც არანაირი დეტალი არ სცოდნია, ეს უბრალოდ რაღაცა ჭორაობა იყო, იმისთვის, რომ ხელოვნური მღელვარება გამოეწვია საზოგადოებაში. ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ასეთ დონეზე დაეცა.

არავინ მიამიტი არაა, ვერ შეამჩნიოს, რომ ერთხმად საუბრობენ ღარიბაშვილი, გვარამია, ლომჯარია, დეკანოიძე. გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი – ერთში ჯდება“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

აღნიშნულის შემდეგ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი – ერთში ჯდება…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი
  • “ძლიერი ქართული სახელმწიფო როცა იქნება, მაშინ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილმა
  • რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge