Friday, September 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი

September 4, 2026
თამაზ ელიზბარაშვილის იზოლატორში გამომძიებელი შედის

მუქარის მუხლით დაკავებული თამაზ ელიზბარაშვილი დაპატიმრებულია, მაშინ, როცა, მაგალითად, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე მუქარის ფაქტები პროკურატურამ რეაგირების გარეშე დატოვა.

თამაზ ელიზბარაშვილი ცხოველთა დამცველია. ელიზბარაშვილის თქმით, მას პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებმა უჩივლეს, დაგვემუქრაო და თამაზ ელიზბარაშვილი მალევე დააკავეს.

გელა მთივლიშვილი კი „მთის ამბების“ ჟურნალისტია. ის არაერთხელ გახდა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის და მუქარის ობიექტი. მაგალითად, გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ 2026 წლის პირველ აპრილს, როცა იგი დუშეთში, სოფელ წკერეთში იღებდა ვიდეოს. რუსეთისკენ მიმავალი გზის მშენებლობამ სასაფლაო წალეკა. ოთხი ადამიანის ნეშტს ტალახსა და ნაყარ მიწაში ბულდოზერებით ეძებდნენ.

გამოძიება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით დაიწყო ძალადობის მუქარით [სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილი]. ეს მუხლი უფრო მძიმეა, ვიდრე მუქარა და სასჯელის სახით ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დრომდე ამ საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

გელა მთივლიშვილს დაემუქრნენ 2023 წელსაც „თავს მოგაჭრითო“. საგამოძიებო ფილმის მიხედვით, 2020 წელს ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში 30 წლის კაცი მას შემდეგ დაიღუპა, რაც მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის მიერ გზის პირას დატოვებულ, წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო. მაშინ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 154-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას ძალადობის მუქარით.

მუქარის მუხლით დაკავებული ცხოველთა დამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის სასამართლო სხდომა დღეს, 4 სექტემბერს გაიმართება. გელა მთიშვილის საქმე კი, ისევ თაროზეა შემოდებული.

„ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას პროკურატურის პრესცენტრიდან, რატომ არ დააკავეს ის, ვინც ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს თამაზ ელიზბარაშვილი?

რას ედავებიან თამაზ ელიზბარაშვილს? – საქმეში 7 დაზარალებული კაცი ფიგურირებს
საქართველოს პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის მუქარის მუხლით ბრალდება უკვე წარუდგინა. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სხდომა დღეს, 4 სექტემბერს გაიმართება.

გამოძიების მიხედვით, 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:40 საათზე, თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილი და ერთ-ერთი დაზარალებული შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც, მათ შორის წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი წარსულში თამაზ ელიზბარაშვილის მიერ ამ უკანასკნელის და მისი ოჯახის მიმართ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილის და აგენტურული ოპოზიციის ნარატივი ერთი – ერთში ჯდება…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი
  • “ძლიერი ქართული სახელმწიფო როცა იქნება, მაშინ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილმა
  • რატომ არ დააკავეს, ვინც გელა მთივლიშვილს დაემუქრა და რატომ დააკავეს ელიზბარაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge