Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

შარმანაშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი “დიფ სთეითის” ზემოქმედებით მოქმედებს

September 3, 2026
„ძალიან გთხოვთ, რომ მადროვოთ წასვლა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, რომ „დიფ სთეითს” ღარიბაშვილზე ზემოქმედება გამოუვიდა” – “ოცნების” წევრის განცხადებით, ამის თქმით საფუძველს მას “გვარამია, ლომჯარია, ღარიბაშვილის ერთი და იგივე ნარატივი აძლევს”.

“ახლა ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს კოორდინირებული არ არის იქიდან” – ამბობს შარმანაშვილი და იქვე დასძენს, რომ “გულუბრყვილო არ არის”, რომ ეს შემთხვევითობას მიაწეროს.

ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს ამ „დიფ სთეითს“ – შეიძლება შარშან არ ჰქონდა და წელს მიეცა, ხვალ შეიძლება ჩემზე მიეცეს – ის ამ მცდელობას გააკეთებს. რა გამოუვა აქედან და ვისზე გამოუვა, ეს მეორე საკითხია. ვიღაცებზე, სამწუხაროდ, გამოუვიდათ. [ღარიბაშვილზე] გამოუვიდათ!

ახლა ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს კოორდინირებული არ არის იქიდან, როცა გვარამია, ლომჯარია და ღარიბაშვილი ერთი და იგივე ნარატივს, მძიმესაც რომ არ გადაანაცვლებენ, ისე საუბრობენ. ეს თუ შემთხვევით ხდება, ვისაც სურს, მასე ეგონოს. მე არ ვარ გულუბრყვილო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ივანიშვილის გუნდის წევრმა დღეს კომენტარი გააკეთა პროკურატურის მიერ გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე რამდენიმე პირისს დაკითხვაზე დაბარებებზეც.

შარმანაშვილის მტკიცებით, დაბარებული ხალხის გამოკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, მათი განცხადებები არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რაიმე ხელშესახები ჰქონდათ, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობდნენ.

პროკურატურამ გადადგა აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი ნაბიჯი. ახლა გამოიკითხება ეს ხალხი და ყველანი ნათლად დავინახავთ ეს არის ჭორის გავრცელება, თუ მათ რაიმე ხელშესახები ჰქონდათ, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკობდნენ.

მაქვს შინაგანი რწმენა, რომ ეს არის მორიგი ჭორაობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით. საერთაშორისო მასშტაბით იმას, ვინც ჭორებზე აგებს ინფორმაციას, „ყვითელ პრესას“ ეძახიან. რა დავარქვათ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს? ალბათ „ყვითელი პოლიტიკოსები“.

კითხვაზე, არის თუ არა ღარიბაშვილი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი, შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ მათ ღარიბაშვილზე ზემოქმედება გამოუვიდათ.

რაც შეეხება ლაზარე ჯორბენაძის მიერ ინტერვიუში დასახელებულ პირებს – საუბარია ირაკლი კობახიძეზე, შარმანაშვილი ვერ ხვდება, რატომ უნდა დაიბარონ გამოკითხვაზე პრემიერ მინისტრი.

კობახიძე რატომ უნდა დაიბრონ. რაღაც სიგიჟეს აბრალებენ. ჯერ უნდა დაიბარონ ის, ვინც აბრალებს და გაიგონ, ეს კაცი სიგიჟეს აბრალებს, თუ რამე საფუძველი გააჩნია. თუ დაინახავ, რომ საფუძველი გააჩნია, მერე უნდა დაიბარო ის კაცი. თუ დაინახავ, რომ სიგიჟეს ლაპარაკობს, უნდა გამოხვიდე და ხმამაღლა განაცხადო, რომ ეს კაცი არის სიგიჟის გამავრცეელებლი”, – ამბობს შარმანაშვილი.

3 სექტემბერს პროკურატურამ საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გამოკითხავენ იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წერილში დასახელებულ თვითმკვლელობის საქმეებზე კომენტარი გააკეთეს. გამოსაკითხთა სიაშია თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.

მთავარ საგამოძიებო ორგანოში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საეჭვო თვითმკვლელობებზე ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს გამოქვეყნებულ რიგით მეხუთე წერილში ისაუბრა.

“მდინარაძე-კობახიძის მმართველობის დროს არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები და მე საჯაროდ ვსვამ ამ კითხვებს” – წერს ღარიბაშვილი წერილში.
ერთადერთი ვისაც ექს-პრემიერი წერილში აკონკრეტებს ეს ლაზარე ჯორბენაძეა – გაზეთ “ასავალ-დასავალის” რესპოდენტი, რომელიც ორ თებერვალს ჟურნალიტს დიტო ჩუბინიძესთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის გაყიდვაში სდებს ბრალს, შემდეგ კი მას გარდაცვლილს პოულობენ.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გამოკითხვა დასრულდა – რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას გია ხუხაშვილმა
  • “ენერგო-პრო ჯორჯია” ინფორმაციას ავრცელებს
  • როგორია მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge