Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ…” – რას ამბობს ნიკა გვარამია

September 3, 2026
“ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ…” – რას ამბობს ნიკა გვარამია

თვითონაც უნდა აწუხებდეთ ასეთი ბრალდება მდინარაძესა და კობახიძეს თუ მართლები არიან – ღარიბაშვილს ახალ ბრალის წარუდგენენ, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

გვარამიას განცხადებით, მისთვის ლაზარე ჯორბენაძის საქმის გარდა სხვა საკითხებზე კითხვები არ დაუსვამთ.

„შეკითხვა იყო ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. რამე ხომ არ ვიცოდი დამატებით. განვმარტე, რომ ამის შესახებ ღარიბაშვილის წერილიდან გავიგე. ის, რომ 208 000 „ფოლოვერი“ მყავს „ფეისბუქზე“ და ამდენმა ადამიანმა გაიგო ამ ეჭვის შესახებ, რა თქმა უნდა, გაიგო.

მე რასაც ვუყურებ, ორი მიმართულება იქნება განვითარების. ეს გამომძიებელზე არ არის დამოკიდებული ცხადია. ერთი არის პროპაგანდისტული, რომ ღარიბაშვილი ებრძვის ბიძინას და გვარამია და სხვა მის გვერდით არიან, რაც მეორე ნაწილში ყოველ შემთხვევაში დანამდვილებით ტყუილია. ყოფილმა პრემიერმა დასვა მძიმე შეკითხვა და ბუნებრივია, რომ ეს ყველას გვაინტერესებს, თუმცა პასუხი ჩვენ არ ვიცით ამ შეკითხვაზე. მეორე იქნება ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენა, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ. რამდენადაც ვიცი ახლა ჰკითხავენ მას ციხეში, იქ არიან გამომძიებლები.

არანაირი სხვა შეკითხვა ჯორბენაძის საქმის გარდა არ ყოფილა.

თვითონაც უნდა აწუხებდეთ ასეთი ბრალდება მდინარაძესა და კობახიძეს თუ მართლები არიან. მაგრამ ღარიბაშვილმაც უნდა გააკეთოს დამატებითი განმარტებები, ჩემი აზრით. საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და ისინი გააკეთებენ, არ გააკეთებენ, ოდესმე მაინც ეს საკითხები გამოძიებული იქნება, დღეს თუ არა, ხვალ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად ამისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება ვიდეო რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით
  • პროკურატურა აღწერს, როგორ გაათეთრეს საქართველოში მილიონ 900 ათასი ლარი
  • პომიდორი, ხახვი, დიზელი – რა გაძვირდა აგვისტოში ყველაზე მეტად

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge