Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თამაზ ელიზბარაშვილის იზოლატორში გამომძიებელი შედის

September 3, 2026
თამაზ ელიზბარაშვილის იზოლატორში გამომძიებელი შედის

დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში თამაზ ელიზბარაშვილთან გამომძიებელი შედის.

პარალელურად, ირკვევა, რომ დაკავებული ბიზნესმენის ადმინისტრაციული საქმე უკვე საქალაქო სასამართლოშია. ამ დროისთვის, უცნობია რომელ მოსამართლეს დაეწერება თამაზ ელიზბარაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად.

არ არის გამორიცხული, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლომ დღესვე იმსჯელოს.

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულ ბიზნესმენს ბრალდება ჯერ წარდგენილი არ აქვს.

ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არი 72 საათი, ამ 72 საათში თუ არ ჩატარდა სასამართლო პროცესი, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს იზოლატორიდან. ჩემი ინფორმაციით, გააგრძელეს ვადა მაქსიმალურად, 72 საათამდე, თუ დღეს, ან ხვალ არ ჩატარდება პროცესი, თამაზ ელიზბარაშვილი დატოვებს იზოლატორს.

რაც შეეხება, სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც იყო გამოძიება დაწყებული და მოჰყვა ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე რაიმე სიახლე არ არის, ბრალი წარდგენილი არ აქვს, აპირებენ ბრალის წარდგენას თუ არა, ეს არ ვიცით იმიტომ, რომ ეს პროკურატურის დიკრეციაა.

თამაზ ელიზბარაშვილი სისხლის სამართლის საქმეში გამოკითხული არ არის, როგორც მოწმე, იგი გამოიკითხა სხვა საქმეზე, რომელიც დაიწყო მის მიმართ ჩადენილი უფლებების დარღვევის შესახებ, გუშინ იყო ქალაქის პროკურატურის გამომძიებელი შემოსული და ჩატარდა მასთან გასაუბრება.

ყველაფერზე მზად არის, არის ბრძოლის განწყობაზე, თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ და აპირებს ბრძოლას. მისი განცხადებით, დაკავების დროსაც, შემდეგ განყოფილებაშიც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, რაზეც მიაწოდა შესაბამის საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია,” – განაცხადა ლექსო სვიმონიშვილმა.

1 სექტემბერს პოლიციამ ელიზბარაშვილის ავტომობილი და სახლი გაჩხრიკა, მოგვიანებით ადმინისტრაციული წესით დააკავა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბიზნესმენი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ამის პარალელურად ცნონბილია, რომ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლით – სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

დაკავებამდე ბიზნესმენმა და მისი ოჯახის წევრებმა ტერორსა და დაშინების მცდელობაზე ისაუბრეს.

ცნობისთვის, ადვოკატი, ია სირანაშვილი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით, ამ წუთებში იკითხება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვინ არის 11 წლის ბიჭი, რომელსაც მე-10 სართულიდან მეზობლის მიერ ნასროლი სკამი მოხვდა
  • მოსკოვს საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება სურს
  • “ღარიბაშვილს ახალ ბრალს წარუდგენენ, ცრუ დასმენის მუხლით, ამაში დარწმუნებული ვარ…” – რას ამბობს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge