Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა” – ნინო წილოსანი ღარიბაშვილზე

September 3, 2026
“მომხმარებლისთვის, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს, ფასი, რომელიც გაქვთ, მაინც ტვირთია და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ფასი არ არის ევროპულ ქვეყნებზე მეტი” – ნინო წილოსანი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს

პროკურატურის მხრიდან სწორმა სამართლებრივმა რეაგირებამ მოგვცა სურათი, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც აჟრიამულდა და ღარიბაშვილის პოსტს აჰყვა, თავის მხრივ, იტყუებოდა. ახლა ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, რომ თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ გვარამიების, თუ ჟორჟოლიანების მსგავსი დეზინფორმატორების ჟრიამული გამოიწვია.

„მისმა განცხადებებმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივი ააჟრიამულა. პროკურატურის მხრიდან მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები, ახლობლები და ყველა არსებული მტკიცებულება მიდის ერთ დასკვნამდე, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის ეს არის ხელსაყრელი მომენტი, გარკვეული პოლიტიკური დაზიანება მიაყენოს და დისკრედიტაცია გაუკეთოს როგორც პროკურატურას, ისე მთლიანად ხელისუფლებას. უზომოდ სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა გამოხმაურება, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან. როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ. რაც მთავარია, ნიკა გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებდა – ატკინე, დააზიანე მაინცო. ალბათ, ამ ხაზის გაგრძელება იყო ეს პოსტიც და შემდგომი პოსტებიც. სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა. იმის მიუხედავად, რაოდენ ნაწყენიც ან გაბრაზებულიც არ უნდა იყოს თავისი გადმოსახედიდან, ჩემთვის მაინც მიუღებელია, რომ ვინმე „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დაჯდეს“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

პროკურატურამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. უწყების ცნობით, საქმეზე გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მორიგი წერილი პირველ სექტემბერს გაავრცელა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა” – ნინო წილოსანი ღარიბაშვილზე
  • გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა
  • “საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ გარდაცვლილია” – რას ამბობს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge