ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.
„ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში ეტლით მიიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გისოსებს მიღმა გაუარესდა. ევროპარლამენტმა მისი გათავისუფლება არაერთხელ მოითხოვა“, – წერს რასა იუკნევიჩიენე X-ზე.
ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.
მსჯავრდებული პოლიტიკოსი საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.
