Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ გარდაცვლილია” – რას ამბობს ნიკა გვარამია

September 3, 2026
„არ გვეშინია ამ ამბის, ამოვძვრებით ამ მძიმე ვითარებიდან…“ – რას წერს ნიკა გვარამია?

საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე – როდესაც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოქმედ პრემიერ-მინისტრზე ამბობს, რომ მისი ვარაუდით, ადამიანებს კლავს და ნიღბავს თვითმკვლელობით ის და სუს-ის ყოფილი უფროსი, ეს რა თქმა უნდა, შეკითხვებს აღძრავს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, შეკითხვები უნდა დაესვას, როგორც ღარიბაშვილს, ასევე მდინარაძეს და კობახიძეს.

„სადმე დავწერე, რომ სანდო წყაროა ჩემთვის თუ არასანდო წყარო? ჩემ სტატუსში ნახავდით, რომ ზუსტად ეგრე წერია: როცა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამას ამბობს, რომელსაც ალბათობა მაღალია, რომ ინფორმაცია შეიძლება მსგავს ქმედებებზე ჰქონდეს მისი ხელისუფლებაში ყოფნიდან, მაინც ბუნებრივია, რომ ამით არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ საზოგადოებაც ინტერესდება ცხადია, მაგრამ ჩვენ არც მკითხავები ვართ და არც გამოცანებს ვხსნით. ეს უნდა გაირკვეს. საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე. ვწუხვარ, რომ ის გარდაცვლილია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ადამიანი პრაქტიკულად იძლევა ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას. განცხადებას აკეთებს ამასთან დაკავშირებით. შეუძლებელია, რომ ამან არ დაგაინტერესოს. თან ის არ არის ნებისმიერი ადამიანი და რიგითი მოქალაქე. ეს კაცი იყო პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ. ლეგიტიმური შეკითხვები გაჩნდა. პასუხები ხომ არ გაჩენილა? ჩამოთვლილი ადამიანებიდან ვინც დაბარებულები ვართ, ვერავის შეაშინებენ, მიზანი ისაა, რომ გააშავონ ღარიბაშვილი და წარმოაჩინონ თითქოს მხარს ვუჭერ. ნამდვილად არ ვუჭერ მხარს, უბრალოდ კითხვები ჩნდება, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. შიში ოხერია და ასე ვთქვათ, ნერვულ „პალასაზეა“ ივანიშვილიც და კობახიძეც“, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამწუხაროა, რომ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი გვარამიას რჩევებს აჰყვა” – ნინო წილოსანი ღარიბაშვილზე
  • გივი მიქანაძემ პირველკლასელ შვილს სასკოლო ფორმა შეუძინა
  • “საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ლაზარე ჯორბენაძე, ვწუხვარ, რომ გარდაცვლილია” – რას ამბობს ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge