საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე („ოსკარი“) ქვეყნის სახელით რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმს, „გურია“ წარადგენს.
2027 წლის 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე კანდიდატი ფილმი საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში იქნება წარდგენილი.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ხუთი ფილმი მონაწილეობდა:
• „მთვარე მამაა ჩემი“, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი. პროდიუსერი შპს „ვაგონეტი“;
• „ფაზა“, რეჟისორი ნინო ბასილია, პროდიუსერი შპს NB STUDIO;
• „გააზიარე სიყვარული“, რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე, პროდიუსერი შპს „ნიკოლოზფილმსი“;
• „მეორეხარისხოვანი როლი“, რეჟისორი ანა ურუშაძე, პროდიუსერი შპს „ზაზაფილმსი“;
• „გურია“, რეჟისორი ლევან კოღუაშილი, პროდიუსერი „კინო იბერიკა“.
საქართველოს კანდიდატი ფილმის შესარჩევი კინოჩვენებები საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით გაიმართა. ფილმი დარგის წარმომადგენლებისგან შემდგარმა კომისიამ, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის პროგრამების დირექტორი ლევან დვალი ხელმძღვანელობდა, არქივის კინოთეატრში ფარული კენჭისყრით გამოავლინა.
ქართველი რეჟისორის ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
ფილმი „გურია“ შვიდი ქვეყნის: საქართველოს, შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთის, ნორვეგიის, თურქეთის და საუდის არაბეთის კოპროდუქციას წარმოადგენს.
