საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 2-დან 14 თეთრამდე გაძვირდა – ინფორმაციას გამოცემა BMG ავრცელებს და წერს, რომ საქართველოში საწვავი მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდის ფონზე ძვირდება. მათივე ცნობით, Gulf-ის ქსელში საწვავი 3 სექტემბერს გაძვირდა და დიზელის ფასმა 6 თეთრით მოიმატა. Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 29 აგვისტოს შეიცვალა და დიზელი 10 თეთრით გაძვირდა.
გამოცემა წერს, რომ ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავი 3 სექტემბერს კიდევ გაძვირდა. ყველა ტიპის ბენზინი და დიზელის ფასმა 6 თეთრით მოიმატა.
G-Force სუპერი – ₾4.35; ზრდა – 6 თეთრი;
G-Force პრემიუმი – ₾3.93; ზრდა – 6 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი – ₾3.75; ზრდა – 6 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾3.75; ზრდა – 6 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი – ₾4.53, ზრდა – 6 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾4.43, ზრდა – 6 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი სექტემბრის პირველ დღეებში უკვე მეორედ დაკორექტირდა.
A1 სუპერი 100 – ₾4.39, ზრდა – 4 თეთრი;
ეკო სუპერი – ₾4.29; ზრდა – 3 თეთრი;
ეკო პრემიუმი – ₾3.88; ზრდა – 3 თეთრი;
ეკო დიზელი – ₾4.52, ზრდა – 5 თეთრი;
ევრო დიზელი – ₾4.49, ზრდა – 5 თეთრი;
ევრო რეგულარი – ₾3.71; ზრდა – 3 თეთრი;
დიზელ ენერჯი – ₾4.45, ზრდა – 8 თეთრი;
Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 29 აგვისტოს შეიცვალა და დიზელი 10 თეთრით გაძვირდა.
სუპერი – ₾3.90;
პრემიუმი – ₾3.75;
რეგულარი – ₾3.60;
ევრო დიზელი – ₾3.35, ზრდა – 10 თეთრი;
დიზელი – ₾4.29=0, ზრდა – 10 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი 27 აგვისტოს დაკორექტირდა.
ნანო სუპერი – ₾4.26, ზრდა – 2 თეთრი;
ნანო პრემიუმი – ₾3.84, ზრდა – 4 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი – ₾3.67, ზრდა – 4 თეთრი;
ევრო 5 დიზელი – ₾4.34; ზრდა – 14 თეთრი;
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾4.44; ზრდა – 14 თეთრი;
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი – ₾4.30;
Efix ევრო პრემიუმი – ₾3.88;
ევრო რეგულარი – ₾3.68;
Efix ევრო დიზელი – ₾4.51;
ევრო დიზელი – ₾4.44;
Lukoil-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Super ecto – ₾4.27;
Premium Avangard – ₾3.86;
Euro Regular – ₾3.70;
Euro Diesel – ₾4.45;
