Thursday, September 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

” ამის გარდა არაფერი არ აქვთ საკეთებელი, როცა ყოფილი პრემიერი სდებთ ბრალს უმძიმეს დანაშაულებში?” – რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

September 3, 2026
” ამის გარდა არაფერი არ აქვთ საკეთებელი, როცა ყოფილი პრემიერი სდებთ ბრალს უმძიმეს დანაშაულებში?” – რას ამბობს ირაკლი კუპრაძე

ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში – ეს უნდა გაარკვიოთ თქვენსავე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გარდაცვლილი ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების გამოკითხვაზე დაბარებას.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარება პროკურატურაში წარმოუდგენელია, მაშინ, როდესაც „არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს რეალური ბრალდებები ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან”.

„ეს არის დამფრთხალი კრიმინალური ხელისუფლების უბადრუკი მცდელობა, რომ პოლიტიკურ განცხადებებზე პოლიტიკოსები დაიბარონ პროკურატურაში. ეს წარმოუდგენელია მაშინ, როცა ხელისუფლებას არ აქვს კომპეტენცია, არ აქვს პოლიტიკური ნება გამოიძიოს რეალური ბრალდებები სწორედ მათი ყოფილი თანაგუნდელების, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ამ დროს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს იბარებენ პროკურატურაში, რაც არის უბადრუკი მცდელობა. ამის გარდა არაფერი არ გაქვთ საკეთებელი მაშინ, როდესაც თქვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელს გადებთ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებაში და ბრალს გდებთ, რომ ჩადენილი გაქვთ მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული? ეს უნდა გაარკვიოთ თქვენივე პროკურატურაში და თქვენივე გუნდში, რომელიც არის ამ ტიპის კრიმინალური გარჩევების ეპიცენტრი”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიმროდან მორიგი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც სვამს კითხვას, „რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?“ და ამბობს, რომ საზოგადოებაში „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.

დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, თუმცა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი; ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე; თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჯერ საქართველო” საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
  • “ბენზინში სამშობლო არ იცვლება, დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია!” – ბესო შენგელია
  • გია ხუხაშვილი გამოკითხვაზე დაბარებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge