Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

იქნებ, კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც სახლში მალავდით – რას ამბობს ვლადიმერ ბოჟაძე

September 2, 2026
„გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა…“ – რას აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე?

როგორც არაერთი ადამიანისთვის, პირადად ჩემთვისაც ძალიან სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩვენი გუნდის წევრი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იმ დონემდე დახვედით, რომ დაუჯერებელ კონსპირაციებს ქმნით და რადიკალი აგენტების, თუ მათი პარტიული ტელევიზიების იმედად ცდილობთ, საზოგადოებას თავს ტყუილები მოახვიოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსში წერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, მთავარი კითხვაა, საიდან დააგროვა ირაკლი ღარიბაშვილმა ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდა და ამ კითხვას სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევა.

„თქვენი მცდელობების, ციხიდან ბრტყელ-ბრტყელი წინადადებებით გაჯერებული წერილების გამოქვეყნების, გვერდით ინაშვილის და მისი მსგავსი ყველაფერზე წამსვლელი აგენტების დაყენების, თუ აბსურდული შეთქმულების თეორიების განვითარების მიუხედავად, საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევთ.

გასაგებია, რომ თქვენი პოლიტიკური პარტიის ნდობა პირადი კეთილდღეობისთვის ბოროტად გამოიყენეთ და გუნდი მნიშვნელოვნად დააზიანეთ. ისიც გასაგებია, რომ გონიერება არ გყოფნით და იმ ხარისხის დეგრადაცია განიცადეთ, რასაც ახლა საზოგადოება ადევნებს თვალს, თავი კი ამ ქვეყნის მტრების საქილიკოდ გაიხადეთ, თუმცა, მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანა არ გამოგივათ. კარგად უნდა გესმოდეთ, რომ რამდენსაც უნდა ეცადოთ, აგენტებთან და ყველაფრის მკადრებელ დაქირავებულ პროპაგანდისტებთან ერთად როგორი დაუჯერებელი ისტორიებიც არ უნდა შეთხზათ, მთავარ შეკითხვას მაინც ვერსად გაექცევით.

გამოქვეყნებულ წერილებში თქვენ ამტკიცებთ, თითქოს ვინმემ ბინძური პროვოკაცია მოგიწყოთ და თქვენგან იმ კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა, რომელიც არ ჩაგიდენიათ. ამ ფონზე, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ თქვენ 12 მილიონი დოლარის ღირებულების ისეთ ქონებას ფლობთ, რომლის წარმომავლობის შესახებაც არავინ არაფერი იცოდა. იმას ხომ მაინც ვერ უარყოფთ, რომ თქვენვე აღიარეთ უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შესახებ და ამისთვის ციხეშიც წახვედით. ისიც ადვილი მისახვედრია, რომ „ქართული ოცნების“ გუნდმა შეღავათი გაგიწიათ, ბოლომდე არ გაგწირათ და საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყარა, თუმცა, ამ ქვეყანაში ყველამ კარგად იცის, საიდან და როგორი ნაძარცვი შემოსავლით შეძელით სიმდიდრის მოხვეჭა. ამ ფონზე, თქვენი მორალური დეგრადაცია კიდევ უფრო სამწუხაროა, თუმცა, მთავარ საკითხს მაინც ვერ გაექცევით.

თქვენი პოზიციით, დანაშაული მხოლოდ იმაში მიგიძღვით, რომ შემოსავლები დეკლარაციაში არ ასახეთ და ამის გამო კანონის წინაშე პასუხისმგებლობაც აიღეთ, თუმცა, ეს საკითხის მხოლოდ ერთი ნაწილია. თქვენივე აღიარებული ბრალის მიხედვით, აუცილებელია, განმარტოთ, საიდან მიიღეთ მილიონობით დოლარის უკანონო შემოსავალი, რომლის ლეგალიზაციასაც მალულად ცდილობდით?!

ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ბინძურ პროვოკაციებზე, ქრთამის აღების დაბრალებასა და არარსებული კორუფციული შემთხვევის აღიარების იძულებაზე საუბრობს, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, დეტალურად განმარტავდა, საიდან დააგროვა 12 მილიონი დოლარის ქონება, რატომ ინახავდა სახლში და როგორ მოიხვეჭა ოქროს ზოდები, სამკაულები და მილიონების ღირებულების ძვირფასი საათები?! ამიტომ, მთავარი კითხვა, რომელსაც ვერანაირი სკანდალური განცხადებებით ვერ გაექცევით, იმაში მდგომარეობს, თუ საიდან დააგროვეთ ის სიმდიდრე, რომელსაც დეკლარაციაში არ ასახავდით?! ბატონო ირაკლი, უკვე გამოქვეყნებული უშინაარსო, აბსურდული და სკანდალური ბრალდებებით გაჯერებული არაერთი წერილის შემდეგ, რომლებშიც ერთი კონკრეტული ფაქტიც კი არ წარგიდგენიათ, იქნებ კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც ამომწურავად აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც – კიდევ ერთხელ აღვნიშნავ – სახლში მალავდით? გაეცით პასუხი თქვენს ყოფილ მომხრეებს, იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში ხმას გაძლევდათ და გენდობოდათ. გაეცით პასუხი ქართველ ხალხს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად, დღეს, 2 სექტემბერს აქცია გაიმართება
  • “გვარამია იქნება, სააკაშვილი, ბარამიძე თუ სამადაშვილი, მათი განცხადებები მიმართულია მიზნისკენ, რომ დაძაბულობის ის ხარისხი შეიქმნას, რომელიც ქართულ საზოგადოებაშიც მოიტანს მძიმე შედეგს” – გია ვოლსკი
  • თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge