Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაპირისპირება „ბათუმი პლაზასთან“ – სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დაკავების დროს შეუძლოდ გახდა

September 2, 2026
დაპირისპირება „ბათუმი პლაზასთან“ – სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დაკავების დროს შეუძლოდ გახდა

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ბათუმის ცენტრში – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, „ბათუმი პლაზასთან“ დააკავეს ერთი ადამიანი, რომელიც მათი განცხადებით უაქციზო სიგარეტს ყიდდა.

კაცი დაკავებისას შეუძლოდ გახდა, პლაზასთან მყოფმა მოქალაქეებმა კი მისი დაცვა სცადეს, რასაც ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ფინანსური პოლიცია ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ბრალდებულისა და სხვა პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, აჭარის რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის სისტემატური შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი თამბაქოს ნაწარმს ავტომანქანებში მალავდა და მის საცალო რეალიზაციას ქალაქ ბათუმში, „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა.
ჩატარებული ჩხრეკისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება 5 000 ლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირი წარსულში არაერთხელ არის მხილებული მსგავს უკანონო საქმიანობაში. ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო მეორე საქმეზე არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, ბრალდებულისა და სხვა პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტს, რა დროსაც მათ თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მკაცრი”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ენერგო – პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს
  • იქნებ, კიდევ ერთი წერილით მიმართოთ საზოგადოებას, სადაც აგვიხსნით, საიდან მოიპოვეთ ამდენი ფული და ძვირფასეულობა, რომელსაც სახლში მალავდით – რას ამბობს ვლადიმერ ბოჟაძე
  • დაპირისპირება „ბათუმი პლაზასთან“ – სიგარეტებით მოვაჭრე კაცი დაკავების დროს შეუძლოდ გახდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge