Wednesday, September 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის განადგურების პროცესი ივანიშვილთან არის შეთანხმებული

September 2, 2026
„ძალიან გთხოვთ, რომ მადროვოთ წასვლა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ყოფილი პრემიერის ოჯახი ამბობს, რომ „ირაკლის განადგურების პროცესი” ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ განვითარდებოდა – როგორც სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი წერს, “უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს ივანიშვილის დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“.

ბევრს აინტერესებს  და მეკითხებიან : მჯერა თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარეშე დაიწყებდნენ „ირაკლის განადგურების პროცესს“ ?
მგონია, რომ მასთან შეთანხმების გარეშე მსგავსი პროცესები არ განვითარდებოდა.
თუმცა ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი ბინძური ჭორითა და „ვარაუდებით“ მოახერხეს მისი დარწმუნება პროცესის „აუცილებლობაში“.
ვიცი, რომ საზოგადოებისთვის გაუგებარია, რატომ აკეთებს ირაკლი აქცენტს კობახიძე-მდინარაძეზე და არა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზე.
არ ვიცი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ირაკლი, მაგრამ მე ჩემს აზრს გეტყვით – იმას, რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს.
17 ოქტომბერს, როცა ჩვენს სახლებში ჰოლივუდური სცენარით შემოვარდნა მოხდა – შეიარაღებული სპეცრაზმელები, 30-50 ადამიანი თითოეულ სახლში – ყველაფერი ისე „შეასრულეს“, რომ ჩვენი მხრიდან აგრესია გამოეწვიათ და საჯაროდ დაგვეფიქსირებინა გულისტკივილი. ლეგიტიმური იქნებოდა დაგვეცვა ჩვენი უფლებები, ნებისმიერი კანონიერი საშუალებით.
ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო… როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ“, საკუთარი თავის დაცვა ლეგიტიმურია და შესაბამისად, მოვუწოდე თავი დაგვეცვა …
რაზეც მკაცრად გამაჩერა და მითხრა:
“ მე არ წავალ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვისაც ამდენი სიკეთე აქვს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის გაკეთებული. “
და დაამატა, რომ თუ ბიძოს მისი დაჭერა-განეიტრალება რაიმეში გამოადგებოდა და ამას აუცილებლობად მიიჩნევდა, მზად იყო, საკუთარი თავისუფლება შეეწირა.
მითხრა: დღეს ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ამ მძიმე გლობალური ომებიდან სამშვიდობოზე გაყვანა მხოლოდ ბიძოს შეუძლია და მე, ჩემს პირად უსამართლობაზე ხმის ამოღებით, ამ პროცესს ხელს შევუშლიო.
ვერაფერი ვუპასუხე. მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა, ჩემი მხრიდან რაიმე დამემატებინა.
ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ კობახიძე-მდინარაძის „კინტაური“ დიდხანს არ გაგრძელდებოდა და მათ მიერ ტყუილებით მოპოვებული გავლენები და თანამდებობები საპნის ბუშტებივით გასკდებოდა.
ესეც ხდება.
თუმცა წასასვლელად გამზადებულმა ტანდემმა მოინდომა, ბოლომდე გაენადგურებინა ირაკლი და მოიფიქრა ბინძური გეგმა:
ბატონი ბიძინას სახელით შეუთვალეს ის, რაც წერილში ვიხილეთ – სრული განადგურება არა მხოლოდ ირაკლის, არამედ მთლიანად ოჯახის, განსაკუთრებით კი შვილების.
წარმოიდგინეთ, როგორ უნდა განვითარებულიყო მათი მომავალი, როცა მამა საკუთარი ნებით აღიარებდა არარსებულ დანაშაულებს და საკუთარ შვილებს აღიარებული კორუფციონერის შვილებად აქცევდა.
ეს უკვე აღარ იყო მხოლოდ საკუთარი თავის გაწირვა.
წერილის გამოგზავნიდან – ივლისის დასაწყისიდან მოყოლებული , უამრავი მცდელობა გვქონდა, რომ სიმართლე გაგვერკვია და ეს ყველაფერი თავიდან აგვერიდებინა.
თუმცა ვერ შევძელით…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს
  • ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ ყოფილი პრემიერის განადგურების პროცესი ივანიშვილთან არის შეთანხმებული
  • “ირაკლის ვუთხარი, რომ ბრძოლაა საჭირო, როცა შენთვის ძვირფასი ადამიანები „გწირავენ ” – რას აცხადებს ალექსანდრე თამაზაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge