შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის პირადი და ბარგის შემოწმებისას, 200 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
