ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თამაზ ელიზბარაშვილის მანქანაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეო მასალას ფეისბუქ-გვერდი „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ვიდეოს ავტორი აღნიშნავს, თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ საჩივარი მუქარაზე შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა 151-ე და 236-ე მუხლებით, მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს.
