თბილისში რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა – ამაზე მოწმობს Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების უახლეს პუბლიკაცია.
კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, თუ უძრავი ქონების გაყიდვებში 2024 წელს რუსების წილი მხოლოდ 2% იყო, 2025 წელს კი 3%, უკვე მიმდინარე წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 4%-მდე გაიზარდა. ამასთან, გასულ წელთან შედარებით 11%-მდე გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილის. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, მათზე წელს დედაქალაქში გაყიდული ბინების 74% მოდიოდა.
ჯამში, Galt&Taggart-ის მიხედვით, 2026 წლის ივლისში თბილისში სულ 4 475 ბინა გაიყიდა, რაც წინა წლის ივლისთან შედარებით (3 684 ბინა) 21.4%-იანი ზრდაა.
კვლევის თანახმადვე, მოთხოვნა თანაბრად მაღალია როგორც პირველად, ისე მეორად ბაზარზე:
კერძოდ, ივლისში მეორად ბაზარზე 2 294 ბინა (ზრდა +18.8% წ/წ) გაიყიდა, რაც 2022 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი თვიური მაჩვენებელია. პირველადი ბაზარზე კი 2 181 ბინა გაიყიდა (ზრდა +24.4% წ/წ).
ჯამში, 2026 წლის პირველ 7 თვეში თბილისში 27 274 ტრანზაქცია გაფორმდა, ბაზრის მთლიანმა ღირებულებამ კი 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-იანი ზრდაა.
