Tuesday, September 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სალია და პატარიძე ამტკიცებენ, რომ 10 წელი ციხეებში პატიმრებს შეცდომით დათვლილი ლიმიტებით ათავსებდნენ

September 1, 2026
სალია და პატარიძე ამტკიცებენ, რომ 10 წელი ციხეებში პატიმრებს შეცდომით დათვლილი ლიმიტებით ათავსებდნენ

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია და სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ამტკიცებენ, რომ 10 წელი ციხეებში პატიმრბს შეცდომით დათვლილი ლიმიტებით ანთევსებდნენ.

“სპეციალური პენიტენციური სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის სკანდალზე საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ №15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს დაშვებულ იქნა უზუსტობა.

უწყება ხელს სასჯელაღსრულების ყოფლ მინისტრს კახი კახიშვილს ადებს და წერს, რომ “საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში 2016 წლის 15 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი განისაზღვრა არასწორად – 1388 მსჯავრდებულით, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ამ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო 216-ით მეტი მსჯავრდებულის განთავსება”.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას, ბრძანების საფუძველზე, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა განთავსების ლიმიტი „ციხეების გადატვირთულობის გადასაფარად“ გაიზარდა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ №15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს დაშვებულ იქნა უზუსტობა, რის შედეგადაც „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში 2016 წლის 15 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი განისაზღვრა არასწორად – 1388 მსჯავრდებულით, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ამ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო 216-ით მეტი მსჯავრდებულის განთავსება.

№15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი უცვლელად აისახა „პენიტენციური დაწესებულებებისა და პენიტენციურ დაწესებულებებში განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 21 იანვრის №1178 ბრძანებაში, რომლის მიზანი იყო, პენიტენციური კოდექსიდან გამომდინარე, არსებული კანონქვემდებარე აქტების ხელახლა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, შესაბამისი გამოცდილების მქონე კერძო კომპანიასთან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე (ვინაიდან სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო პენიტენციურ დაწესებულებაში) ხელახლა აიზომა №15 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი ფართობი, რის შემდეგაც დადგინდა, რომ შესაძლებელია, კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების სრული დაცვით, №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების მაქსიმალური ლიმიტი, 1388-ის ნაცვლად, განისაზღვროს 1604 მსჯავრდებულით.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, საქართველოში ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) პრეზიდენტ ალან მიშელთან შეხვედრისას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ საკითხი დააყენა ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა არასწორად განთავსების ლიმიტის გასწორდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხის მოგვარების პირობა კი დღეს უკვე შესრულებულია. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაცის ემსახურება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, დაწესებულებაში არსებულ პირობებთან დაკავშირებით გააზიარონ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია”- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენი პრაგმატული, ფრთხილი, მოზომილი, მოქნილი და დაბალანსებული პოლიტიკა არის უალტერნატივო…” – რას ამბობს ლევან მაჭავარიანი
  • სალია და პატარიძე ამტკიცებენ, რომ 10 წელი ციხეებში პატიმრებს შეცდომით დათვლილი ლიმიტებით ათავსებდნენ
  • სალია და პატარიძე ამტკიცებენ, რომ 10 წელი ციხეებში პატიმრებს შეცდომით დათვლილი ლიმიტებით ათავსებდნენ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge