ჭორაობის რანგში გადავდივართ. მოლოდინი, რას დაწერს წერილში, ჭორაობაა – რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს და როგორ შეიძლება ყავაზე ვიმკითხაოთ ახლა, კონკრეტული ადამიანი რას დაწერს? – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მომდევნო წერილის შინაარსის მოლოდინებზე დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, კითხვა, რომელიც წერილის შინაარსის მოლოდინებს შეეხება, არასერიოზულია.
„ჭორაობის რანგში გადავდივართ. მოლოდინი, რას დაწერს წერილში – ჭორაობაა, აბა სხვა რა არის ჭორაობა, მაშინ მითხარით. ერთის თქმა შეგვიძლია, რომ ურთიერთგამომრიცხავი წერილები იყო – იყო რაღაცა ინფორმაციები, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამებოდა, შემდეგ იყო შესაბამისი განმარტებები, ამიტომ ამის მიღმა, რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რაც წერია და რისი განმარტებაც მოხდა შემდგომ გარკვევით და ცალსახად, ბუნებრივია, ამაზე მეტად, ღრმად ამ საკითხში ვერ შევალთ.
რაც ითქვა, ითქვა. მეტი ამ საკითხზე ჭორაობაში ნამდვილად ვერ შემოგყვებით. თქვენი კითხვა იყო, რომ რა მოლოდინი გაქვთ და რას დაწერსო – სერიოზულია ახლა ეს კითხვა? რა მოლოდინი შეიძლება მქონდეს და როგორ შეიძლება ყავაზე ვიმკითხაოთ ახლა, კონკრეტული ადამიანი რას დაწერს თუ არ დაწერს?
მამუკა მდინარაძემ ცალსახად ახსნა მიზეზები მისი პოლიტიკიდან წასვლის და იქ ღარიბაშვილის თემა ნამდვილად არ იყო”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამასთან, მათიკაშვილს ჰკითხეს „გაზომა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი”, რასაც მათიკაშვილმა ასევე ჭორაობა უწოდა.
„დღეს უნდა გაეზომა ირაკლი ღარიბაშვილის რეიტინგი „ქართულ ოცნებას“? ადვოკატები რასაც ამბობენ, არის ერთი. დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით რა ინფორმაციაც არის, ყველასთვის არის ცნობილი, დანარჩენი ამის მიღმა მე რა პასუხი უნდა გაგცეთ.
ნამდვილად ვერ ვიჭორავებთ ამ თემაზე. ნამდვილად ვერ შევალთ ჭორაობაში ისეთ საკითხებზე, რომელიც არ არის საჭირო”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განაცხადა, რომ “ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა რეიტინგი, შესაბამისად საჭირო გახდა, რომ მას აუცილებლად კორუმპირებული ადამიანის სახელი უნდა დარქმეოდა, რათა ეს რეიტინგი გაენულებინათ”.
