იუსტიციის მინისტრი, “ღამის კურიერის” ეთერში, ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილების საკანში ნამდვილად მოხდა სხვა პატიმრების შესახლება.
იყვნენ თუ არა აღნიშნული პირები ვატო ყიფიანი და სხვები – პაატა სალიას თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
“ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში… გამოძიება დაადგენს, ვინ იყვნენ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება. ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული – ეს ყველაფერი გამოძიების მიერ არის დასადგენი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილისოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
