საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თორნიკე ფაღავა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას მედიასთან ეხმიანება.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე, ყველაფერზე მეტყველებს.
„მადიარი იყო და ალბათ დღემდე არის ევრობიუროკრატიის ერთ-ერთი ფავორიტი ევროპელი ლიდერი. თავად ის ფაქტი, რომ ევრობიუროკარტიის ფავორიტი ლიდერი საუბრობს ევრობიუროკატიაში არსებულ კრიზისზე ყველაფერზე მეტყველებს. მადიარი გაპრემიერების შემდეგ აღიარებს, რომ ევრობიუროკრატიაშ არსი მმართველობითი კრიზისი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთელი 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდი როდესაც საუბრობდა წუხილებზე, არაგულწრფელ დამოკიდებულებაზე, ორმაგ სტანდარტებზე ევრობიუროკრატების მხრიდან ვყოფილვართ მართლები. ეს ორმაგი სტანდარტები გავრცელდა არა მხოლოდ საქართველოზე დღეს უკვე უნგრეთზეც“, – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე.
