ბათუმში მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოს ნაწილი ჩავარდა – ამის შესახებ ინფორმაციასა და კადრებს “აჭარა თაიმსი” ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევა ბაგრატიონისა და შარტავას ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
როგორც გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, იქ მცხოვრებლები მშენებლობას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ და აცხადებდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემეგ ბინის კედლებზე ბზარები გაჩნდა. მშენებელი კომპანია კი აცხადებდა, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და მიმდებარე ტერიტორიისა და შენობებისთვის რაიმე რისკი არ არსებობდა
