Monday, August 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ხვალიდან ავტომობილების ხმაურს პორტატული აპარატებით შეამოწმებენ

August 31, 2026
ხვალიდან ავტომობილების ხმაურს პორტატული აპარატებით შეამოწმებენ

1-ლი სექტემბრიდან ავტომობილების ხმაურს ადგილზე შეამოწმებენ. ამის შესახებ ინფორმაცია გასულ თვეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში თუ თქვენი ავტომობილის ხმაური კანონით დადგენილ ნორმაზე მეტი იქნება, დაჯარიმდებით და მართვის მოწმობაზე ქულები დაგაკლდებათ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ივლისში მიღებული ბრძანების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის სერტიფიცირებული პორტატული აპარატით შემოწმების წესი და პირობები განისაზღვრა.

უწყების ცნობით, ახალი წესით, 2026 წლის 1-ლი სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში ავტომობილების მიერ წარმოქმნილ ხმაურს საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამისი პორტატული ხმაურსაზომი მოწყობილობებით შეამოწმებენ.

როგორც სამინისტრო განმარტავს, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით არის განსაზღვრული.

კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში ღამის საათებში – 23:00-დან 08:00 საათამდე – ავტომობილის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც შეეხება დარღვევის შემთხვევაში არსებულ სანქციებს, შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური კანონით დადგენილ ნორმას აღემატება, პირველ ჯერზე 100-ლარიან ჯარიმასა და მართვის მოწმობის 10 ქულის შემცირებას ითვალისწინებს.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში – მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება და 20 ქულა ჩამოაკლდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო დარღვევისთვის გათვალისწინებულია 300-ლარიანი ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 30-ით შემცირება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღარიბაშვილს ხანგრძლივი პაემნის უფლება წელიწადში ორჯერ აქვს, რაც უკვე გამოიყენა
  • ძლიერი ნალექის შედეგად ოზურგეთის დაბა ნარუჯაში წყლის სატუმბ სადგურს საძირკველი გამოერეცხა
  • ” ვფიქრობ, კობახიძემ იმიტომ გადაწყვიტა, წელს გაეროს ტრიბუნით ისარგებლოს, რომ სავარაუდოდ, მანაც იცის, ეს არის მისი უკანასკნელი შანსი ცხოვრებაში, ამ ტრიბუნაზე გამოვიდეს…” – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge