შეგახსენებთ, რომ დღეს, 10:00-დან 18:00 საათამდე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ტარდება.
მისი გავლა შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ 3 სექტემბერს დაგეგმილი გამოცდისათვის. ტესტირების მიზანია გამოსაცდელები გაეცნონ გამოცდის ფორმატსა და ტესტირების ელექტრონულ სისტემას.
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.
