Tuesday, September 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის

August 28, 2026
მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის

მართვის მოწმობის მისაღებად შესაძლოა, მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდეს. ამის შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნულია.

კერძოდ, როგორც გეგმაში ვკითხულობთ, მსგავსი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ რიგ შემთხვევაში 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს, ქვეყანაში მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისთვის და ინსტრუქტორებისთვის სერტიფიცირების მოთხოვნების განსაზღვრასა და დანერგვასა.

„ამ ეტაპზე, მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულირება არ ითვალისწინებს ამავე დაწესებულებებისთვის სავალდებულო სტატუსის მინიჭების, ასევე ინსტრუქტორების საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და სხვა მნიშვნელოვან პირობებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრების რეგულირების მსგავსად, განისაზღვრება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებათა სავალდებულო სტატუსის მინიჭების და ინსტრუქტორთა სერტიფიცირების მოთხოვნები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, საკვალიფიკაციო და ორგანიზაციული კრიტერიუმები,“ – ნათქვამია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

რაც შეეხება მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას, საგზაო უსაფრთხოების გეგმის მიხედვით, ეს მოთხოვნა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ არასრულწლოვანი კანდიდატებისთვის, არამედ ასევე 18 წელს მიღწეული პირებისთვისაც B კატეგორიის, B1 და A1 ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებად.

როგორც ცნობილია, B კატეგორია მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს, B1 – მოტორიზებულ ტრიციკლსა და კვადროციკლს, ხოლო A1 კატეგორია – მსუბუქ მოტოციკლებს (მოტოციკლი, რომლის ძრავას მუშა მოცულობა არ აღემატება 125 კუბურ სმ-ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე − 11 კვტ-ს).

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვერ ვუძლებ ჩემი შვილიშვილის და შვილის ასეთ განცდას! გული მაქვს გახეთქვაზე” – მსახიობი გოგა პიპინაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge