თბილისის ყოფილი პროკურორი, იურისტი, მაი მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვის პოლიტკური და სამართლებრივი შეფასებების გამიჯვნა, რთულია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ პოლიტიკური ქმედებები ფასდება.
მან დეტალურად განიხილა, კონსტიტუციის ის მუხლი, რომლის საფუძველზეც დაიწყო პარტიების წინააღმდეგ სამართლებრივი დავა და დაასაბუთა, როდის შეიძლება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე იყოს საუბარი.
ყველამ ვიცით, რომ სამართლებრივი საფუძველი გახლავთ კონსტიტუციის 23-ე მუხლი – ეს მუხლი ჩამოთვლის საფუძვლებს, როდის შეიძლება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე იყოს საუბარი. ეს საფუძვლები გახლავთ – თუ პოლიტიკური პარტიების მიზანია, კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, დანარჩენს აღარ გავაგრძელებ, რადგან სარჩელი მხოლოდ ამ მუხლიდან ამ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას. დღე საგანგებოდ მიაქცევინა ყურადღება ამაზე ქალბატონმა ევამ მოსარჩელეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ეს მუხლი გახლავთ მიზნით დეტერმინირებული დელიქტი, ანუ მიზანი ქმნის დელიქტს, ამ მუხლის შემთხვევაში, ანუ ყველა შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა ასაბუთის ამ განზრახვების არსებობა, რომ პარტია ამ მიზნებისთვის შეიქმნა. მიზანი თუ არ არსებობს, კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ანუ ეს მიზნები თუ არ არსებობს, ანუ მიზნით თუ არ არსებობს პარტია, მაშინ ეს საფუძვლებიც არ არსებობს. ანუ სუბიექტური მხარის ეს ნიშანი თუ არ არის, სხვა ფაქტები რაც არ უნდა ცალ-ცალკე ჩამოვყაროთ… ყველა შემთხვევაში ეს მიზნები უნდა საბუთდებოდეს. ნებისმიერი მოქმედება, რაზედაც პრეტენზია აქვს მმართველ პარტიას, ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს. პარტიის გაცხადებული პოლიტიკა, უნდა ემსახურებოდეს ამ მიზნებს, და არა ვიღაცამ ეს განცხადება გააკეთა თუ ის, – განაცხადა მწარიაშვილმა დიანა ტრაპაიძის „პოლიტიკურ ამბებში“.
მისივე თქმით, ყველაზე მდარი სამართლებრივი დოკუმენტიც კი, არა თუ საკონსტიტუციო სარჩელი, უფრო მეტ კვალიფიკაციას მოითხოვს.
უნდა დაწერო ფაქტობრივი გარემოებები, რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაობ, რომლით რომელ მოპასუხეს ედავები,- თქვა მან.
