Friday, August 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეროვნული ბანკის მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება არაა საკმარისი…” – რას წერს რომან გოცირიძე

August 28, 2026
“ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ცნობილი წევრის შვილი კალაძის საარჩევნო შტაბში აღმოჩნდა” – რას წერს რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება არაა საკმარისი… – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“თაღლითურ ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის გუშინდელმა განცხადებამ სიცხადის ნაცვლად დაბნეულობა შემოიტანა. ერთ-ერთი გლობალური, ასპროცენტიანი ინტერნეტ-პირამიდა მოიხსენია როგორც სავარაუდო პირამიდა, რამაც ამ სქემაში მონაწილეებს იმედი გაუღვივა-სავარაუდო არ ნიშნავს სიმართლეს.
ტრადიციული ფინანსური პირამიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 თვემდეა. ყველასთვის ცნობილმა რუსულმა პირამიდამ, MMM-მა, 90-იან წლებში სულ რაღაც ექვსი თვე გაძლო და 15 მილიონამდე ადამიანი გააუბედურა. ვინც ჭკვიანი აღმოჩნდა, არ დახარბდა და გარკვეული მოგების მიღების შემდეგ დროულად გამოვიდა სისტემიდან.
უფრო დიდხანს ცოცხლობენ გლობალური ინტერნეტ-პირამიდები-მათ შეიძლება იარსებონ ერთი ან რამდენიმე წელიც კი. თუმცა, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პირამიდა, რომელიც საბოლოო კოლაფსს გადაურჩა.
ჩვეულებრივი, ტრადიციული პირამიდების ჩამოშლა მყისიერად არ ხდება და პრობლემები ადამიანმა შეიძლება გარკვეულ ინდიკატორებზე დაყრდნობით შეამჩნიოს. რაც შეეხება ინტერნეტ (კრიპტო) პირამიდებს, ისინი შეიძლება ერთ წამში გაქრნენ-ვებგვერდი და ყველა ანგარიში უბრალოდ აორთქლდეს.
როგორ შეიძლება გამოიცნოთ საფრთხე?
პირამიდა კოლაფსის ფაზაშია, თუ:
-ხდება თანხის გატანის შეფერხება ან დაბლოკვა. ეს არის პირამიდის დასასრულის პირველი და ყველაზე მთავარი ნიშანი.
-სისტემა მომხმარებლებს სთხოვს საკომისიოს, ანგარიშის ვერიფიკაციის ან დეპოზიტის გაზრდის სახით დამატებითი თანხის შეტანას, რათა კუთვნილი ფული გამოიტანონ. ეს ნიშნავს, რომ სქემა უკვე ჩაიშალა და ორგანიზატორები ცდილობენ ხალხს უკანასკნელი თანხები გამოსძალონ.
პირამიდაში ჩართული ბევრი ჩვენი მოქალაქე წერს, რომ ჩადებულ ფულს შემოსავალი მოაქვს. თუ პირამიდა საწყის ეტაპზეა, ეს შესაძლებელია. ეს თამაში რუსულ რულეტკას ჰგავს-თავდაპირველად რევოლვერის დოლურაში 6-დან მხოლოდ 1 ტყვია დევს და მისი დატრიალებისას გადარჩენის ალბათობა მაღალია. თუმცა, რაც უფრო დიდხანს ატრიალებ დოლურას და თამაშში რჩები, გასროლა მით უფრო გარდაუვალი ხდება. ყველა პირამიდა და მასში ბოლომდე შემორჩენილი ფული სწორედ ასე ამთავრებს სიცოცხლეს.
ეროვნული ბანკის მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება არაა საკმარისი. ეს თემა მედიაში განხილვის საგანი უნდა იყოს. როცა ურემი გადაბრუნდება, მერე გინდ ტოქშოუ მოაწყვე და ფილმები გადაიღე (როგორც ქოლცენტრებზე ხდება ხოლმე)-უკვე გვიანაა” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებულ სტიქიაზე განცხადებას აკეთებს
  • ნორვეგიის მეფე ჰააკონ VIII გახდა
  • “ეროვნული ბანკის მხრიდან მხოლოდ ერთი განცხადება არაა საკმარისი…” – რას წერს რომან გოცირიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge