Friday, August 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

” ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი საბოლოოდ ან ციხეში აღმოჩნდა, ან გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

August 28, 2026
” ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი საბოლოოდ ან ციხეში აღმოჩნდა, ან გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს…” – რას ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, რეგიონული განვითარების მინისტრის მამუკა მდინარაძის გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა “კლანურ” ბრძოლას, ირაკლი ღარიბაშვილთან დაპირისპირებას და ფულის ამოღებას უკავშირდება.

როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, “ეს სისტემა არის ძირმომპალი, საჭიროა მობილიზება, რომ საბოლოოდ დასრულდეს”.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს დამახასიათებელია ასეთი ოლიგარქიული, კორუმპირებული რეჟიმებისთვის, იწყება ხოლმე “კლანური” ბრძოლები, ამ ბრძოლებში ერთმანეთს წირავენ. ამიტომაც არის, რომ ღარიბაშვილი შეშინებულია საკუთარი ოჯახის წევრების უსაფრთხოებით, ივანიშვილის ქვევით, ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ არის, ზოგი ოჯახი ერთმანეთს ასმენს, ჩვენებას აძლევს. საბოლოოდ, ვიღებთ იმას, რომ ზოგი არის ციხეში, ზოგს ესროლეს, ზოგი პოლიტიკიდან წავიდა და ასე შემდეგ”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინიც არ არიან დაზღვეული არც თავისუფლების აღკვეთით და არც ოჯახის წევრების დევნით.

“ეს არის სისტემა, რომელიც საკუთარ შვილებს ჭამს. პირველ რიგში, ეს მათთვის უნდა იყოს გასაგები. ჩვენთვის კი უნდა იყოს სიგნალი – ეს სისტემა არის ძირმომპალი, საჭიროა მობილიზება, რომ საბოლოოდ დასრულდეს”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თანამდებობის დატოვების მიზეზების შესახებ მამუკა მდინარაძის განცხადება არადამაჯერებელია.

“ბევრი ასეთი ადამიანი საბოლოოდ ან ციხეში აღმოჩნდა, ან გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. ამიტომ, არადამაჯერებელი გახლავთ ის განცხადებები, რომელსაც ეს ხალხი წასვლის შემდგომ აკეთებს, მითუმეტეს, ჯერ გამოგონილი თანამდებობა შეუქმნეს, შემდეგ პოლიტიკიდან გაწიეს და საბოლოოდ, ვიხილეთ რაც მოხდა”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ მდინარაძის გადადგომა და პოლიტიკიდან წასვლა ბევრ რამეს უკავშირდება, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილსაც.

“შიგნით ძალიან დიდი დუღილი მიმდინარეობს, ეს უკავშირდება “კლანურ” ბრძოლას, ღარიბაშვილთან დაპირისპირებას, ფულის ამოღებას. იმას, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლო ვითარების დასტაბილურება და თვითონაც კრიზისშია”, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძის თქმით, 10 წელი, რაც ის პოლიტიკაშია, შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი იყო. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკიდან წასვლაზე “ბოლო რამდენიმე კვირაა ფიქრობს”. მდინარაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ძალებს სხვა სფეროში, მათ შორის ბიზნესში მოსინჯავს. პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად კი აღნიშნა, რომ რომ ეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. “ვფიქრობ, ცოტა დასვენებას და საკუთარ ოჯახზე ზრუნვას ვიმსახურებ. ჩემი შვილები, პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ. თუ ძალიან დავჭირდები გუნდს და სხვა გამოსავალი არ იქნება, მარტო ამ შემთხვევაში დავბრუნდები“, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამოღებულია 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი“ და „ალფა პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
  • ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, 4 პისტოლეტი, 129 საბრძოლო ვაზნა, შაშხანა და მჭიდები – დაკავებულია 5 პირი
  • “ძალიან კარგია, რომ პატიმრების გათავისუფლება მოხდა…” – რა განცხადებას აკეთებს ირაკლი ფავლენიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge