Sunday, October 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი

October 25, 2026
“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი­სა და თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს“ ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გი ნემ­სა­ძე გუ­შინ, 24 ოქ­ტომ­ბერს, დაკ­რძა­ლეს. ვე­ტე­რან ფეხ­ბურ­თელს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­მო­ემ­შვი­დობ­ნენ. ტაძ­რი­დან მისი ცხე­და­რი ტა­შის ფონ­ზე გა­მო­ას­ვე­ნეს.

“არ ვიცი, რო­გორ უნდა და­ვი­წყო… რო­გორ უნდა ვი­ლა­პა­რა­კო წარ­სულ­ში ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მთე­ლი სამ­ყა­რო იყო…მამა, ყვე­ლა­ზე დიდი მად­ლო­ბა, რაც მინ­და გი­თხრა, ის არის, რომ სწო­რედ შენ იყა­ვი ჩემი მამა. მად­ლო­ბა იმ უსა­ზღვრო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მა­ჩუ­ქე. მად­ლო­ბა შენი დიდი გუ­ლის­თვის, შენი სი­კე­თის­თვის, შენი თავ­მდაბ­ლო­ბის­თვის და იმ სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნო­ბის­თვის, რომ­ლი­თაც ყვე­ლას ასე ძა­ლი­ან უყ­ვარ­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვა­მა­ყობ­დი, რომ გი­ორ­გი ნემ­სა­ძის შვი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ამ დღე­ებ­ში კი­დევ უფრო მე­ტად მივ­ხვდი, რამ­ხე­ლა ადა­მი­ა­ნი ყო­ფილ­ხარ…

მამა, ნე­ტავ შე­გეძ­ლოს და­ი­ნა­ხო, რამ­დენ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხარ… მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გემ­შვი­დო­ბე­ბა. შოტ­ლან­დი­ი­დან, ინ­გლი­სი­დან, თურ­ქე­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხი­დან მო­დის შენი მო­გო­ნე­ბე­ბი, სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა. და ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მავ­სებს სი­ა­მა­ყით, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ დიდ ფეხ­ბურ­თელს კი არა, პირ­ველ რიგ­ში, სა­ოც­რად დიდ ადა­მი­ანს ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც, მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რა­საც მი­აღ­წია, ყო­ველ­თვის დარ­ჩა თავ­მდა­ბა­ლი, უბ­რა­ლო, უშუ­ა­ლო და ყვე­ლას­თვის სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე. მინ­და, მთე­ლი გუ­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში ჩვენ გვერ­დით იდგა. ვინც მო­ვი­და, ვინც შო­რი­დან გაგ­ვი­ზი­ა­რა ტკი­ვი­ლი, ვინც მა­მა­ჩემ­ზე ერთი თბი­ლი სი­ტყვა მა­ინც და­წე­რა და ვინც ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პა­ტი­ვის­ცე­მით გა­ა­ცი­ლა უკა­ნას­კნელ გზა­ზე.
თქვენ ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რას ნიშ­ნავს ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის იმის და­ნახ­ვა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენ­თვის მთე­ლი სამ­ყა­რო იყო, ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გულ­შიც ასეთ დიდ ად­გილს იკა­ვებ­და. მად­ლო­ბა, ჩემო სა­ქარ­თვე­ლო, რომ მა­მა­ჩე­მი ასე ძა­ლი­ან გიყ­ვარ­დათ. თქვენ კი­დევ ერთხელ და­მა­ნა­ხეთ, რო­გო­რი დიდი ადა­მი­ა­ნი იყო ჩემი მამა. მამა, შენ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რე, მე კი ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მერ­გო – შენი შვი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.შენ­გან ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი რამ დამ­რჩა შენი კე­თი­ლი სა­ხე­ლი და რაც მთა­ვა­რია ჩემი დე­დი­კო და ჩემი ძმე­ბი!

გპირ­დე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­ვუფრ­თხილ­დე­ბი. მინ­და, და­თი­მაც იცო­დეს, რო­გო­რი სა­ო­ცა­რი ბა­ბუა ჰყავ­და და რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით ახ­სოვს ის ამ­დენ ადა­მი­ანს. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გემ­შვი­დო­ბე­ბა, მამა… მე კი ვე­რას­დროს და­გემ­შვი­დო­ბე­ბი. მად­ლო­ბა, რომ ჩემი მამა იყა­ვი. მიყ­ვარ­ხარ უსას­რუ­ლოდ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვი­ა­მა­ყებ, რომ გი­ორ­გი ნემ­სა­ძის შვი­ლი ვარ” – წერს გი­ორ­გი ნემ­სა­ძის შვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი ამინდია მოსალონდელი საქართველოში
  • “მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge