ყველა პატიმარი ძალიან ძვირფასია ჩემთვის… – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
“ყველა პატიმარი ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
მათი წუხილებით, პრობლემებით, ოჯახების დარდით ვცხოვრობ თითქმის ორი წელია, მაგრამ რამდენიმე განსაკუთრებით ახლობელი გახდა.
ყველამ იცის მათ შორის ერთ-ერთია საბა ჯიქიაა.
დღეს დილით ტელეფონში დამხვდა მესიჯები “შენი ბავშვი გამოვიდა?”
წამში ყველა “ჩემი ბავშვი” გავიფიქრე და საბა აღმოჩნდა. მზე ბიჭი, სიყვარული ბიჭი.
ღმერთს ვთხოვ, ყველამ მალე დატოვოს დაუმსახურებელი ჯოჯოხეთი
ამ ბოლო დროს, ყველაზე ხშირად ონისე ცხადაძეზე მეფიქრება. მინდა იცოდეს რომ მალე გავა დეკემბრამდე დარჩენილი დრო და ველოდები რომ მიუხედავად ყველაფრისა, სხვების გაცინებას მაინც მოახერხებს.
სოლიდარობა ყველა პატიმარს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის.” წერს ნანუკა ჟორჯოლიანი.
