Friday, August 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება…” – რას წერს დავით ჩიხელიძე

August 28, 2026
“ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება…” – რას წერს დავით ჩიხელიძე

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები. შეწყალება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი აქტია, მაგრამ ამ ყველაფერში შეწყალების ფაქტზე მეტად მნიშვნელოვანი შეწყალებულთა პოზიცია არის, საყურადღებოა, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს დანაშაული, მოინანიეს საკუთარი საქციელი და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, – წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირები, სათანადო დასკვნებს გამოიტანენ და მომავალში გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები აღარ აღმოჩნდებიან.

“საკუთარი მოქმედების გააზრება და დაშვებული შეცდომის აღიარება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება და ბრმად არ უნდა გაჰყვე ნარატივს, რომელიც შენი ქვეყნის განადგურებას ისახავს მიზნად.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები ამ გამოცდილებიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანენ, გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები. კარგი იქნება თუ სხვებიც მათ მაგალითს გაითვალისწინებენ და გააცნობიერებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

სინანული სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი საკუთარ თავში იწყებს იმ პროცესს, რომლის შედეგადაც აცნობიერებს, რა გააკეთა, სად შეცდა და რა აღარ უნდა გაიმეოროს. საკუთარი საქციელის გააზრება და სინანული ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია.

რაც შეეხება 2025 წლის 4 ოქტომბერს, ამ მოვლენების მიღმა კონკრეტული ფაქტია, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და კონკრეტულ დანაშაულს. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ჰქონდეს პროტესტის გამოხატვის სურვილი და არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არ გაძლევს კანონის დარღვევის ლეგიტიმურ უფლებას!” – წერს ექსპერტი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება…” – რას წერს დავით ჩიხელიძე
  • ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო
  • “მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ…” – რას ამბობს არჩილ გორდულაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge