ნეპალში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. ნეპალის პოლიციის ბოლო მონაცემებთ, აღმოჩენილი ცხედრების რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა. ამასთან, სამაშველო ჯგუფების ინფორმაციით, 1000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ლინ ძიანის თქმით, ნეპალში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ჩინეთის დაახლოებით 100 მოქალაქე დაკარგულად ითვლება.
წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ნეპალსა და ჩინეთში მომხდარმა მიწისძვრამ მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამონგრევა და შემდგომ წყალდიდობა გამოიწვია. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველად 4.4 მაგნიტუდის მიწისძვრად აღქმული სეისმური აქტივობა, მყინვარული ქანისა და ყინულის ჩამონგრევით იყო გამოწვეული.
უწყებაში აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შესულა.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. ამ დრომდე, სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ სამინისტროში ინფორმაცია არ შემოსულა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან“.
