Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არაგვის ხიდზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია

August 27, 2026
არაგვის ხიდზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მდინარე არაგვზე არსებულ ხიდთან მოძრაობის დროებითი სქემის ორგანიზებისთვის დამატებით ღონისძიებებს ახორციელებს.

პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, სენაკი–თბილისის მიმართულებით, დროებით იზღუდება 3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.

„მოძრაობის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად ორგანიზების მიზნით, შესაბამის მონაკვეთებზე მოეწყო დამატებითი საგზაო ნიშნები და მოძრაობის ორგანიზებისთვის საჭირო სხვა ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, მიმართულების მაჩვენებლები.

3 500 კგ-ზე მეტი ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე სატრანსპორტო საშუალებები თბილისის მიმართულებით იმოძრავებენ ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზების გავლით და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით დაუკავშირდებიან თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.

მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის ხიდზე მოძრაობა თავისუფალია და არსებული რეჟიმით გრძელდება. საპირისპირო, თბილისი–სენაკის მიმართულებით მოძრაობის რეჟიმი არ იცვლება

აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს არსებულ ხიდზე დატვირთვის შემცირებასა და მოძრაობის შესაძლო შეფერხებების თავიდან აცილებას“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, არსებული ხიდის პარალელურად ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება. ახალი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გააუმჯობესებს აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის უსაფრთხოებასა და გამტარუნარიანობას

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოძრაობის დროებითი სქემის მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ალტერნატიულ მარშრუტებზე გზების მდგომარეობის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვა) ფარგლებში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მძღოლებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ მოძრაობის დროებითი სქემა.

ცნობისთვის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე არსებული ხიდი 1970-იან წლებში აშენდა. მოძრაობის მაღალი ინტენსივობისა და დატვირთვის პირობებში ხიდის სავალ ნაწილზე პერიოდულად წარმოიქმნება დაზიანებები, რომელთა შეკეთებაც მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვას საჭიროებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
  • “მალე მდინარაძის ჯერიც დადგება-რომელიმე მათიკაშვილი ან ოხანაშვილი პირველი გაუქანებს ქვას, თუ ამის სიგნალს იმ ბრძენი კაცისგან მიიღებს…” – წერს რომან გოცირიძე
  • არაგვის ხიდზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge