Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მალე მდინარაძის ჯერიც დადგება-რომელიმე მათიკაშვილი ან ოხანაშვილი პირველი გაუქანებს ქვას, თუ ამის სიგნალს იმ ბრძენი კაცისგან მიიღებს…” – წერს რომან გოცირიძე

August 27, 2026
„ქართველი რიგითი დეპუტატის ყოველთვიური  ხელფასი დაახლოებით 30-ჯერ აღემატება პენსიონერის ყოველთვიურ პენსიას“ – გოცირიძე

მალე მდინარაძის ჯერიც დადგება-რომელიმე მათიკაშვილი ან ოხანაშვილი პირველი გაუქანებს ქვას, თუ ამის სიგნალს იმ ბრძენი კაცისგან მიიღებს – რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

“მდინარაძემ დაგვტოვა!
ქოცი მონა დეპუტატები, განსაკუთრებით პაიკა ციყვები, გახარიას აღმერთებდნენ. პარლამენტში მის ყოველ გამონათქვამზე ტაშს უკრავდნენ, მლიქვნელურად უქნევდნენ თავს და თუ ოპოზიციას შეუტევდა, აგრესიულად უბამდნენ მხარს. მისი ენითაც კი დაიწყეს ლაპარაკი და ბევრი დღემდე, ისე რომ ვერც აცნობიერებს, კვლავ მის ლექსიკას იყენებს. განსაკუთრებით მოეწონათ მისი ფრაზა „მისმინეთ“ (რაც რუსული „სლუშაიტეს“ გავლენით გავრცელებული კალკია). საუბრის ბოლოს „წერტილის“ დაყოლებაც რუსული „ტოჩკას“ ბაძვაა. რუსულში ესენი ბუნებრივად ჟღერს, ქართულში კი არაბუნებრივად. ქოცების მიერ ასეთი ენით საუბარი ქვეცნობიერად მისაბაძ გმირთან იდენტიფიკაციას ნიშნავდა. გადადგა გახარია და ყველამ მოღალატედ გამოაცხადა, ლანძღვა-გინების კორიანტელში გაახვია.
მერე ღარიბაშვილი გახდა მათი კუმირი. ეს უღირსი ადამიანები ღარიბაშვილის პროვოცირებით პარლამენტში თავს დაესხნენ გუბაზ სანიკიძეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 19 ლაჩარი ერთს დაუპირისპირდა. სინამდვილეში ეს თავდასხმა ღარიბაშვილის საამებლად და მისი გულის მოსაგებად კეთდებოდა.
ლილუაშვილს თვალებში ვინც შესციცინებდა, დღეს პირველ რიგში დგას ქვების სროლაში. სუსი, ვინც უნდა ყოფილიყო მისი უფროსი, განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტი იყო. ფიქრობდნენ, რომ მან ყველაფერი იცოდა მათი ცოდვების შესახებ.
ახლა მდინარაძის ჯერიც დადგა. ქოც დეპუტატებისთვის ის განსაკუთრებით ახლობელია-9 წელი ერთად იყვნენ პარლამენტში, ჩვეულებრივი დეპუტატთაგანი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გასუსდა, განსხვავებული აურა შეიძინა, განსაკუთრებით ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაპატიმრების გამო. მერე რა, რომ ეს ივანიშვილის ნება იყო-აღსრულებასაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა, რადგან ქოცებში საყოველთაო ზიზღს გამოიწვევდა.
მალე მდინარაძის ჯერიც დადგება-რომელიმე მათიკაშვილი ან ოხანაშვილი პირველი გაუქანებს ქვას, თუ ამის სიგნალს იმ ბრძენი კაცისგან მიიღებს.
უშველის კი გაქცევა? ვნახოთ. ღარიბაშვილიც ხომ განზე გაწევის, გაქცევის (ანუ უნდობლობის) გამო ისჯება?” – წერს რომან გოცირიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თითქმის მთელი მთვარე დედამიწის ჩრდილში იქნება – იშვიათი დაბნელების თარიღი ცნობილია
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
  • “მალე მდინარაძის ჯერიც დადგება-რომელიმე მათიკაშვილი ან ოხანაშვილი პირველი გაუქანებს ქვას, თუ ამის სიგნალს იმ ბრძენი კაცისგან მიიღებს…” – წერს რომან გოცირიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge