Thursday, August 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მდინარაძე შეეწირა იმას, რომ პერსონალურად არასერიოზულ ადამიანად თვლის ივანიშვილი” – გიორგი შაიშმელაშვილი

August 27, 2026
“მდინარაძე შეეწირა იმას, რომ პერსონალურად არასერიოზულ ადამიანად თვლის ივანიშვილი” – გიორგი შაიშმელაშვილი

პარტია “თავისუფლების მოედნის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი შაიშმელაშვილს მიაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მისდამი დამოკიდებულებას “შეეწირა” – “მას პერსონალურად არასერიოზულ ადამიანად თვლის ბიძინა ივანიშვილი”.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, “ქართული ოცნების” დამფუძნებელმა მამუკა მდინარაძე მრავალჯერ “დაამცირა”, მიუხედავად იმისა, რომ ის კობახიძის “მნიშვნელოვანი დასაყრდენი” იყო.

გიორგი შაიშმელაშვილი ვარაუდობს, რომ “რიგში უნდა ჩადგეს მდინარაძის მიერ შექმნილი დაჯგუფებაც”.

მდინარაძე უპირველესყოვლისა შეეწირა იმას, რომ მას პერსონალურად არასერიოზულ ადამიანად თვლის ბიძინა ივანიშვილი და მიუხედავად იმისა, რომ მდინარაძე იყო კობახიძის ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი, აი ამდენჯერ და ამ ხარისხით დაამცირა ბიძინამ. ცოტა ხნის წინ, სპეციალური სამინისტრო შეუქმნეს და დრეს პოლიტიკიდან წავიდა. ჩვენ რომ მოგვენდომებინა მდინარაძის დამცირება, ალბათ ასე ვერ მოვიფიქრებდით, რაც ივანიშვილმა გაუკეთა და მე მგონია, რომ ეს საბოლოო ნაბიჯი კი, არსებითად არის დაკავშირებული ღარიბაშვილის საკითხთან და თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ რიგში უნდა ჩადგნენ სხვებიც, მათ შორის გენერალური პროკურორი, სუს-ის უფროსი, შს მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე მდინარაძის ძალიან ახლობელია და სხვები, მთელი ეს მდინარაძის მიერ შექმნილი დაჯგუფება, რომელიც პასუხისმგებელი იყო ყოფილი თანამებრძოლებისგან ფულის ამოღებასა და ისეთ დევნაში, რომ ამას პოლიტიკური რეზონანსი არ შეეძინა, ფაქტია ღარიბაშვილის ამბავმა შეიძინა პოლიტიკური რეზონანსი,” – ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის. მდინარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წევრებს და ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს.

გადადგომისა და პოლიტიკიდან წასვლის განცხადებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი.

ღარიბაშვილმა მის თანაპარტიელს, მამუკა მდინარაძეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით, უკანონო გარიგების შუამავლობაში დასდო ბრალი. მდინარაძემ შუამავლობა კამერების წინ უარყო და თქვა, რომ ექს-პრემიერი, ორ დღეში გამოქვეყნებულ ორ წერილში, “ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
  • “მალე მდინარაძის ჯერიც დადგება-რომელიმე მათიკაშვილი ან ოხანაშვილი პირველი გაუქანებს ქვას, თუ ამის სიგნალს იმ ბრძენი კაცისგან მიიღებს…” – წერს რომან გოცირიძე
  • არაგვის ხიდზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge